წმინდა ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
პოლიტიკა • 1790785962
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სეიედ ალი მოჯანი, სოციალურ ქსელში წმინდა ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების გამო დაიბარა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანელ დიპლომატს განუმარტა, რომ მისი საჯარო პოზიციონირება სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს და უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებრივ განწყობებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა თავიანთი საქმიანობა საერთაშორისო ნორმებისა და დიპლომატიური მანდატის შესაბამისად უნდა წარმართონ:
დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ დამკვიდრებულ წესებს და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა თუ შიდა საკითხების საკუთარი ინტერპრეტირებისგან.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ირანის ოფიციალური უწყებები შესაბამის ზომებს მიიღებენ, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს და საქართველოს მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.
ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა. ამასთან, ალი მოუჯანმა დააანონსა პირადად ჩატარებული კვლევის გამოქვეყნება, სადაც იგი ქეთევან წამებულის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და დოკუმენტების საკუთარ ხედვას შესთავაზებს საზოგადოებას.
„ჩემთვის ეს გამოსახულება იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს. მალე გავუზიარებ მკითხველს ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს. ეს არ იქნება ოფიციალური ვერსია, არამედ ისტორიკოსის პირადი ხედვა. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“, — დაწერა ირანის ელჩმა.
ელჩის აღნიშნულმა განცხადებებმა ქართულ საზოგადოებაში, საპარლამენტო უმრავლესობასა და საპატრიარქოში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და კრიტიკა გამოიწვია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









