„ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი?“ - სუს-ის უფროსი

პოლიტიკა 1664276467

ლილუაშვილი

სახელმწიფო სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად ამბობს, რომ "უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი".

ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ მოსმენები სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება.

"იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა აკეთეს და ნაირ-ნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, უფრო მეტად წაასტიმულირებს ამ უმსგავსობას. ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი? იძახით რაღაც სახელებს, გვარებს. ადგებით სახლში თანამშრომლებს... თქვენ რომ ერთმანეთს იწერთ, უსმენთ და ამონტაჟებთ, მაგაზე მეტს ჩვენი სპეცსამსახური არ ამონტაჟებს. რა ახალი საქმე გახეთქეთ ახლა, სუს-ის შენობაში ყოფილა მოსმენების სამსახური. აბა, რა არის სუს-ი? უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა - რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას.

ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა? საიდან მოგაქვთ? რომელი კრებსები, სპექტაკლი რომ დადგით აგენტი 001 და აგენტი 007? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, რომ გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ, რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი. არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა. ცნობისთვის, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული "კრებსების" გასაჯაროების შემდეგ ათობით ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს. ფაილების მიხედვით, ძირითადად ისმინებოდა მათი საუბები სასულიერო პირებთან, გარდა ამ ფაილებისა, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტკოსები
"მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი ერთი ადამიანის სურვილს... გაიწვიეთ კვლავაც ეს კანონი პარლამენტიდან" - ბაჩუკი ქარდავა "ოცნების" უმრავლესობას

ამ ნეგატიური ფონის მიუხედავად დღეს პარლამენტში ერთი ნათელი წერტილი მაინც დავინახე - რუსული კანონის მხარდაჭერის ყველას რცხვენია, თუმცაღა, ნაბიჯები ისევ იდგმევა რუსეთის მსგავსი და ეს დასანანია. მაგრამ კ...

პოლიტიკა 1713277721

საზოგადოება
„ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება“ - ლაშა ბუღაძე

ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება, - ამის შესახებ  მწერალი  ლაშა ბუღაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან რუსულ კანონს აპფროტესტებს. მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ ქ...

საზოგადოება 1713270021

აქციის მონაწილე
„ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ“ - აქციის მონაწილე

ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ, - ამის შესახებ პარლამენტთან აქციის მონაწილე საუბრობს. მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს რუსეთში ცხოვრება, წინააღმეგ შემთხვევაში უკვე იქ იქნებოდა. ამასთან...

საზოგადოება 1713269926

იოანე მახარაძე
„დასავლური ფულით გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. რუსეთმა მოაწყო გენოციდი, სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს“ - იოანე მახარაძე

 გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დასავლური ფულით საქართველოში დაფინანსდა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დასავლური...

სოცმედია 1713267788

ფოტიგა
„ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“ - ანა ფოტიგა

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით...

პოლიტიკა 1713267702

ახალგაზრდეი
"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დღესაც პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი არადემოკრატიული სტილის მმარ...

პოლიტიკა 1713267371