"ცუდად დამთავრებს“ - ბექა დავითულიანი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე

პოლიტიკა 1725538184

დავითულიანი:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მმართველი პარტიის წევრებს დისკომფორტს უქმნიან, "ცუდად დამთავრებას" უანონსებს.

 

ივანიშვილის გუნდის წევრი მიუნხენის აეროპორტში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, "სიგიჟეს" არ აჰყვნენ.

 

დავითულიანი ამტკიცებს, რომ ქალმა, რომელმაც მათიკაშვილს "მონა" ეძახა, საკადრისი პასუხი მიიღო:

 

დავით მათიკაშვილმა გასცა, ალბათ, პასუხი და იქითაც ეძახა მონა და აგინა, თუ საგინებელი იყო. ხალხის პროტესტი არა. ვიღაც აქტივისტები გამოდიან, როგორც წესი ძალიან აქტიური წარმომადგენლები რომელიღაც რადიკალური ჯგუფების და ცდილობენ, რომ ამით ფონი შექმნან ქვეყანაში. რაც შეეხება იმათ, ვინც მართლა არ იყოს ჩვენი მომხრე და ჩვენი მოწინააღმდეგე იყოს და ასეთებიც არიან, მოვუწოდებ, რომ ნუ აყვებიან ამ სიგიჟეს, თორემ მათთვისაც ცუდად დამთავრდება", - ამბობს ბექა დავითულიანი. 
"ხალხის ძალის" წევრის, ეკა სეფიაშვილის შეფასებით, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისთვის მონის წოდება არა პროტესტი, არამედ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიაა.

"ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქე, რომელიც მათიკაშვილს დაუპირისპირდა, "უცხოური ნარატივის მონაა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".

ძალიან ცუდი, ეს ზიზღისა და სიძულვილის კამპანია უნდა დამთავრდეს ქართულ პოლიტიკაში. დავით მათიკაშვილი არის სამშობლოს პატრიოტი ადამიანი და ის, ვინც მას მონა ეძახა, არის იმ უცხოური ნარატივის მონა, რომელსაც ლოგიკასთან და ქართველი ხალხის ინტერესბთან არაფერი ესაქმება", - ამბობს ეკა სეფაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია კი შემთხვევას "ფაშიზმად" მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ მომხდარის უკან "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა დგას, რომელიც სიძულვილის ენას ახალისებს".

რით ვხსნით და იმ ფაშისტური დამოკიდებულებებით, რაც ვიხილეთ მთელმა საზოგადოებამ. ეს არის მათი ფაშისტური სახე, სიძულვილის ენა და ის უბედურება, რასაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ახალისებს და ეს არის მათი ბუნებრივი სახე", - ამბობს ირაკლი კირცხალია. ცნობისთვის, 4 სექტემბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით მათიკაშვილს, აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593

სპეცრაზმი დევნა
„პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ“ - 32 წლის კაცი 2 დეკემბერის დაკავებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...

პოლიტიკა 1747238076

კობახიძე ტრამპ
ტრამპის გუნდის პირველი პასუხი კობახიძის წერილზე

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს.   რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...

პოლიტიკა 1747237644