„წულუკიანის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა“ - SJC
პოლიტიკა • 1745485335
თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოების დაწყებას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განცხადებით ეხმაურება - SJC წერს, რომ საქმე რეპრესიული კანონმდებლობის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების კიდევ ერთი აშკარა გამოვლინებაა.
მათივე განცხადებით, "პოლიტიკოსის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა, საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას".
23 აპრილს, გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საქმეზე ორი მოქალაქე - ალბი კორძაია და ბექა პაპაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარა. როგორც ცნობილია, მოქალაქეები 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მან რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს - გიორგი ანწუხელიძეს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული“ უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ზუსტად არ დგინდება რომელი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება შსს ალბი კორძაიას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას მას წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძველზე მიუთითეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების საფუძველი სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ შეურაცხყოფის მუხლი გახდა. ნორმა, რომელმაც ეს სამართალდარღვევა შემოიღო, კოდექსს „ქართულმა ოცნების“ 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაემატა და იგი რამდენიმე მიზეზის გამოა პრობლემური. პირველ რიგში, ის ბლანკეტურ, ზოგადი ხასიათის შეზღუდვას აწესებს, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებები კრიტიკულად შეფასა ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა. ორივე ინსტიტუტის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები და ბლანკეტური შეზღუდვები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან მოდის წინააღმდეგობაში.
პოლიტიკოსის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა, საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების საბაზისო იდეას, ვინაიდან დაცვა, პირველ რიგში სჭირდება არა საყოველთაოდ მოწონებულ და გაზიარებულ იდეებს, არამედ იმ გამონათქვამებს, რომელიც კონკრეტული პირისა თუ საზოგადობის ნაწილისთვის შეიძლება მიუღებელი ან შეუარცხმყოფელი იყოს." - წერია განცხადებაში.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












