წულუკიანმა პასუხი აგოს არაერთ კანონდარღვევაზე - მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფკავშირის განცხადება

პოლიტიკა 1700482580    68

თეა წულუკიანი

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფკავშირი ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს, რომ თეა წულუკიანმა არაერთი კანონდარღვევისთვის პასუხი აგოს. განცხადებას ამ დროისთვის 250 ადამიანი აწერს ხელს

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან სისტემატიურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შრომითი კოდექსი და რადიკალურად იზღუდება კულტურის სფეროს სპეციალისტთა პროფესიული საქმიანობა.

"ჩვენ, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები, პედაგოგები, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები და საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები, ვგმობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მინისტრ წულუკიანის რეპრესიულ, მიზანმიმართულად დამანგრეველ, ანტიეროვნულ, ანტისოციალურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკას, რომელსაც ეწირება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, საერო, რელიგიური და პრეისტორიული არქეოლოგიური და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები, სამეცნიერო დაწესებულებები, თეატრები, კინო, ოპერა, შემოქმედებითი სივრცეები, მწერლობა, ხელოვნება და ადამიანები. მინისტრის მხრიდან სისტემატიურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შრომითი კოდექსი და რადიკალურად იზღუდება კულტურის სფეროს სპეციალისტთა პროფესიული საქმიანობა. ადგილი აქვს ადამიანების შევიწროებისა და მათზე ზეწოლის ფაქტებს.

მოვითხოვთ, მინისტრმა დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის, როგორიცაა:

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის დამძიმება,

შრომის კოდექსის დარღვევა,

კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა, მათ მიმართ ცილისწამება და სხვა მრავალი.

ასევე, მოვითხოვთ, კულტურის სფეროს ინსტიტუტებს მიენიჭოს პროფესიული ავტონომია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საგამოფენო პროექტების განხორციელება, კანონის შესაბამისად გაიცეს არქეოლოგიური გათხრების ნებართვები, შეწყდეს რეპრესიები და სრულად აღდგეს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებები," - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100