"თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ მთელი თეატრი ტერორისტები ვართ. ეს როგორ უნდა გამართლდეს, არ ვიცი, აბსურდია" - დავით დოიაშვილი

პოლიტიკა 1733457842

დოიაშვილი

რეჟისორი, დავით დოიაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე ამბობს, რომ "აბსურდის თეატრია".

ის "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მსახიობის დაკავება გამაოგნებელი ამბავია.

"მოვლენები ისე შეიცვალა, რომ მართლა არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, მართლა არ ვიცი, მგონია, რომ ცუდი სიზმარია. აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. ვერ აღვიქვამ ამ რეალობას სერიოზულად.

ნუ გვაჯერებთ იმ რეალობას, რომელიც დაუჯერებელია. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია დაგეთანხმოთ იმ რეალობაში, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, არ შეიძლება ამის გამო მე გამომაცხადოთ ტერორისტად ან ჩემი ყველა მსახიობი.

თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მთელი თეატრი ტერორისტები ვართ. სხვანაირად არ ვიცი რა განცხადება უნდა გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ეს როგორ უნდა გამართლდეს, არ ვიცი. ამიტომ მგონია, რომ აბსურდია ეს ყველაფერი", - თქვა მან.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ეტყოდა ივანიშვილის ხელისუფლებას:

"სისხლზე და ახალგაზრდებზე ძალადობით არც ერთ, არავის, არც ერთ დროს გაუმარჯვია და არ ღირს ეგეთი გამარჯვება. რა დროს გამარჯვებაა, რა ხელის გადაგრეხაზე გვაქვს საუბარი. მეცოდება ჩემი ქვეყანა, მეცოდება ყველა ჩემი მსახიობი, რომელიც უპროფესიოდ დარჩა, მეცოდება ჩემი თავი... იმის ფიქრიც არ გვაქვს, რომ ჩვენი საქმით რაღაც ვაკეთოთ. გონს მოვიდეს და სანამ დროა, დავსხდეთ და მოვნახოთ გზა, რომ გამოვიდეთ ამ კატასტროფული ჩიხიდან და ჩიხი რომ არის, ეს უნდა დაინახოთ, ესაა მთავარი, უნდა დაინახოთ და უნდა მიხვდეთ, რომ ეს ჩიხია და ამ ჩიხიდან გამოსავალი არის დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სანამ ჩუმად იქნებით ყველანი, სანამ ხმას არ ამოიღებთ, ასე დარბევებით არაფერი გამოვა, კატასტროფამდე მივალთ და მერე იქნება ის, რაც ყველაზე საშინელებაა, რაც, ალბათ, არავის უნდა ამ ქვეყანაზე. დიალოგი არის ერთადერთი შანსი, რომ ამ ყველაფრიდან გამოვიდეთ", - განაცხადა დოიაშვილმა.პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან იუმორისტი ონისე ცხადაძე ედა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე
„გამშველებლის დედაც“ - მეგი გოცირიძე ხარებას და შინჯიჯაშვილის სისხლიან „რაზბორკებზე“

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ  ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც

სოცმედია 1737309135

უდიპლომო ყაველაშვილი
ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.  „საქართველოს პრეზიდენტის მ...

პოლიტიკა 1737307698

 ჯო უილსონი
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი" - უილსონი

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...

პოლიტიკა 1737306367

ხარება
დაპირისპირება "ხარებასა" და შინჯიკაშვილს შორის გრძელდება - 17 იანვარს "ასპრიასთან" სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...

პოლიტიკა 1737306226

ირმა გიგანი
ახალგაზრდა პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა

ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...

კულტურა 1737300315

თემქის პოლიცია
"არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან" - გუშინ, თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 მოქალაქიდან 4 გაათავისუფლეს

გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...

პოლიტიკა 1737297580