"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

პოლიტიკა 1637964139    632

ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ის დღეს, 27 ნოემბერს ექსკლუზიურად ,,ნოდარ მელაძის შაბათში" ისაუბრებს

ორკოდაშვილის განცხადებით, მისთვის შემაძრწუნებელი იყო  ის კადრები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა და რომელზეც აღბეჭდილი იყო თუ, როგორ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში. 

,,აი ამ საქმის განსაკურებულობიდან გამომდინარე, მივცემთ საშუალებას ამ ადამიანს რომ გააკეთოს გარკვეული განცხადება. რატომ უნდა განიხილოს უცხოელმა და რატომ  არ უნდა განიხილოს ლია ორკოდაშვილმა? გადახედონ  ჩემს წარსულს", - აცხადებს ორკოდაშვილი ,,ტვ პირველთან" საუბრისას. 

მისივე თქმით, თუ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მას არანაირი ბრალდება არ ექნება და ის იქნება თავისუფალი. 

,,თუ კი ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე რომ მას შეიწყალებს, ის თავისუფალი იქნება", - განაცხადა ორკოდაშვილმა. 

შეგახსენებთ, ორშაბათს 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ელოდებიან. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686

სალომე ზურაბიშვილი.PNG
"რატომ არ შედგა სამი პრეზიდენტის შეხვედრა?" - პრეზიდენტის პასუხი

"რატომ არ შედგა სამი პრეზიდენტის შეხვედრა?" - ამ შეკითხვით მიმართა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა, პრეზიდენტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ საზოგადოებას არ...

პოლიტიკა 1643385557