პოლიტიკა • 1716197694
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network) დირექტორი, განცხადებას ავრცელებს საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის ოპერირების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემცირებაზე.
13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის გაუარესების შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა გააფრთხიოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუეტები, რომელთა მონიტორინგსაც ახორციელებენ.
განცხადებაში საუბარია ყირგიზეთში მიღებულ "უცხოური გავლენის" კანონპროექტზე და მისი მსგავსი კანონმდებლობის საქართველოს პარლამენტში განხილვაზე. (განცხადების გამოქვეყნების დროს რუსული კანონი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ იყო).
"ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტის საპასუხოდ მთავრობა რეპრესიულ მიდგომას ატარებს, რასაც Bankwatch-ის თანამშრომლების, ადგილზე ჩვენი ჯგუფის წევრებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა პარტნიორების შევიწროება და დაშინება მოსდევს.
ჩვენ ვაფასებთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, თუ მოვლენები კვლავაც ასე გაგრძელდა, ჩვენ ველით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორებიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ისევე როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ საჯარო სექტორის ნებისმიერი დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი კერძო კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.
Bankwatch-ის გამოცდილებიდან ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო პროექტების განხორციელების რისკების შესამცირებლად, კორუფციის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის. ამიტომ, განვითარების ბანკების ინტერესებშია უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ განაგრძოს თავისი არსებითი როლის შესრულება საინვესტიციო პროექტების წარმატებასა და მდგრადობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე რომ გვერდში დი...
სოცმედია • 1743048516
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...
პოლიტიკა • 1743047379
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...
სოცმედია • 1743046396
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...
პოლიტიკა • 1743046099
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1743045447
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 1743021475
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი