„თუ პროტესტი გაჩერდა, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით“ - ნინო დათაშვილის წერილი ციხიდან
პოლიტიკა • 1754316340
"ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა"- ამის შესახებ დაპატიმრებული პედაგოგი, ნინო დათაშვილი ციხიდან გამოგხავნილ წერილში წერს.
სამოქალაქო აქტივისტი, მოქალაქეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის და იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მანქანა ვერ გაჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს.
“ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულაი ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს! #ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”- აღნიშნავს ნინო დათაშვილი.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დათაშვილი ექსპერტიზაზე უარს იტყვის, გამოყენებული იქნება იძულების ზომები.
სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიული კავშირები ფაქტს რ წამების ტოლფას ქმედებად აფასებენ.
ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წერს, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს პედაგოგის დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.
ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფი განცხადებით მიმართავს დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
„ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეთ მანკიერი სისტემისგან ნინო დათაშვილის დასაცავად“ - წერია მიმართვაში.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












