"თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან; ივანიშვილი არის პუტინის მსახური; ამ ომს მოვიგებთ!" - მეღვინეების მიმართვა

პოლიტიკა 1733229484

ღვინო

მეღვინეები საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

მწვავე განცხადება ფეისბუქ-გვერდზე "ღვინის ოსტატები" ვრცელდება და მასში ვკითხულობთ:

 

"ამ განცხადებით საზოგადოებას მივმართავთ ქართველი მეღვინეები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პროფესიული ჯგუფი. არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, რადგან ვფიქრობდით, რომ ახლა მნიშვნელოვანია არა საქმიანობის სფერო, არამედ - მოქალაქეობა. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობდით, ვყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები და გვემოქმედა ისე, როგორც ამას მოქალაქის პასუხისმგებლობა გვკარნახობს.

 

ამის მიუხედავად, დღეს გადავწყვიტეთ, კვლავ დავფიქსირდეთ როგორც პროფესიული ჯგუფი და ასე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. გადავწყვიტეთ შემდეგი მიზეზების გამო:

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან. აღჭურვილნი აწ უკვე თვითმარქვია პოლიციის რეპრესიული მექანიზმებით, ისინი ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში დაამყარონ ბარბაროსული დიქტატურა, სადაც მნიშვნელობა აღარ აქვს არც კანონს, არც - კონსტიტუციას, არც - არჩევნებს და არც - ადამიანის რომელიმე უფლებას. აქ ყველაფერს წყვეტს ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილი. ივანიშვილი ქვეყანას მიაქანებს ყველაზე ბნელი, ყველაზე ჩამორჩენილი მომავლისკენ, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის პერსპექტივებს უსაშინელეს პერსპექტივას უსახავს. ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიღო დიქტატურის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ფორმა, რაც კიდევ უფრო ამაზრზენია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი, აწ უკვე დაუფარავად, არის საოკუპაციო ძალის დანიშნული სატრაპი საქართველოში - უარჩევნებოდ, ულეგიტიმაციოდ, მხოლოდ ძალადობისა და საზოგადოების დაშინების იმედად.

 

კომიკურია, მაგრამ ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთელ საზოგადოებას უსამართლო ძალადობით დაუპირისპირდეს და ასე, ცემისა და დაჭერის შიშით, დაიმორჩილოს ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერი. კომიკურობის მიუხედავად, ეს არის საგანგაშოდ საშიში რეალობა, რადგან ეს რეჟიმი საზოგადოებას უქმნის ცხად გამოწვევას, რომ დამორჩილების შემთხვევაში, საქართველო რეალურად გადაიქცეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაუვალ ჭაობად, სადაც ადამიანის ყველა უფლება ფეხქვეშაა გათელილი ერთი მუჭა შეიარაღებული კრიმინალების მიერ.

 

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი „გონს მოვა“. არ ვფიქრობთ, რომ არსებობს რამე ისეთი არგუმენტი, რომელიც ივანიშვილს აზროვნებას შეუცვლის. არ ვფიქრობთ, რომ ის, თუნდაც, თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, რადგან მყარად გვჯერა, რომ ივანიშვილი არის პუტინის მსახური და მოქმედებს მხოლოდ კრემლის მითითებებით.

 

არგუმენტების ჩამოთვლა, ალბათ, უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ამ განცხადებას ვავრცელებთ არა არგუმენტების გამო, არამედ - კონკრეტული მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საშინელი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების არნახული ერთიანობის დაფიქსირებით არის შესაძლებელი. პროფესიული ჯგუფების მობილიზება გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება იყოს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა პროფესიულმა ჯგუფმა მოახდინოს მობილიზება და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ დიდ ეროვნულ პროტესტს შევუერთდეთ ორგანიზებულად, ნებისმიერ საპროტესტო მოქმედებაში მაქსიმალური წარმომადგენლობითობით. ჩვენ ამას რეალურად ვაპირებთ და გპირდებით!
ამ ომს მოვიგებთ. მთავარია, საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ის სიმართლე, რომ ქართველებს ახლა გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და ეს საქმე არის ქუჩაში დგომა მთელ საზოგადოებასთან ერთად! ჩვენ ამ ომს მოვიგებთ მაშინვე, როგორც კი მთელი საზოგადოება ერთად დავდგებით.

 

მოგიწოდებთ პროფესიულ ჯგუფებს, რომ არა მხოლოდ გამოხატოთ პოზიცია, არამედ - მოახდინოთ მობილიზება და ყველა ერთად დავდგეთ ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში!" ნათქვამია განცხადებაში. 
ხელმომწერები:

1. ანდრო ბარნოვი - ასოციაცია „ღვინის ოსტატები“2. ალეკო სარდანაშვილი - ალეკო სარდანაშვილის მეღვინეობა3. ალექსი ციხელიშვილი - ციხელიშვილის მარანი4. ალექსანდრე ჯახუა - „ბუნებური“5. ამირან ვეფხვაძე - ამირან ვეფხვაძის მარანი6. აკაკი კვირიკაშვილი - აკაკის მარანი7. ანა უთურგაური - მევენახეობა “Akhateli Acres”8. სანათა წიწუაშვილი - ლაგვანი9. არჩილ გუნიავა - არჩილ გუნიავას მარანი10. ბაია აბულაძე - ბაიას ღვინო11. ბესიკ საბაშვილი - ზორბას მარანი12. გია ტოგონიძე - ტოგონიძის ღვინო13. გია ჩუბინიძე - მარანი ნანუა14. გიორგი აივაზიანი - Manavi Wines15. გიორგი მალაციძე - თეძამი ვაინს16. გიორგი მშვენიერაძე - მშვენიერაძეების მარანი17. გიორგი მხატვრიშვილი - „ქვევრისეული“18. გიორგი სხირტლაძე - „რტონი“19. დავით ალავიძე - ლურჯი ბანი.20. დავით კაპანაძე - „ჩვენი ღვინო“21. ეკა ჭვრიტიძე - მეღვინეობა “დანიელი”22. ელენე ბუხაიძე - ვინთნერს ენდ ვაგაბონდს23. ერეკლე ლოლაძე - ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა24. ვაჟა კასრელიშვილი - “გებრალე”25. ვახტანგ ფოცხვერაშვილი - შეთეს მარანი26. ვლადიმერ ნაჭყებია - მარანი თურდო27. ზაზა ჯაყელი - ჯაყელების ღვინო28. ზურაბ სანოძე - "ჟუკა-სანოს ღვინო"29. თაკო ჟურული - "ჟუკა-სანოს ღვინო"30. თამარ ბოჭორიძე - როჭოს ვენახები31. თამარ მილორავა - მარანი მილორაული32. თამუნა ბიძინაშვილი - კორტავების მარანი/თამუნას ღვინო33. ირაკლი ბლუიშვილი - “ბლუის ღვინო”34. ირაკლი გეწაძე - მეღვინეობა "წერო ვაინი"35. ირაკლი ქილიფთარი - "ქილიფას ჭაჭა"36. კახა ბერიშვილი - ართანული ღვინო / GoGo Wine37. ლაშა სოფრომაძე - გაიოზ სოფრომაძის მარანი38. ლევან ანდრონიკაშვილი - ანდრონიკაშვილების მარანი39. მამუკა ნოზაძე "შანოს საოჯახო მარანი"40. მანანა ახვლედიანი - Women in Wine Industry41. მარიამ გუნიავა- მარიამ გუნიავას მარანი.42. მერაბ მირცხულავა - „ალაფიანი“43. მიხეილ დოლიძე - მარანი კასრელი44. მიხეილ ცირდავა - "მარანი ობენე"45. ნათია ჩეკურიშვილი - მარანი "თეთრი თუთა"46. ზაზა გაგუა - მარტვილის მარანი47. ნიკა ვაჩეიშვილი - ნიკა ვაჩეიშვილის მარანი48. ნინი ჩხეიძე, სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო49. ნინო გუნიავა - არჩილ გუნიავას მარანი50. ნინო მერის ღვინის მარანი და სელექცია51. ნინო მიქელაიშვილი - „ჩვენი ღვინო“52. ნინო ნადირაძე, მარანი "ორი და"53. ნინო ჩიტოშვილი " ჩიტოს ღვინო"54. რამაზ ზაქარაძე - მარანი ხვთისანა55. საბა ქიტიაშვილი - გაზაფხულის მინდვრები56. ფაბიო ბოლონიეზე - Inavarde Wines57. ქეთი ჰუბერტი - მეღვინეობა „თილისმა“58. ქეთო ნინიძე - მეღვინეობა “ოდა”59. ქეთო ფუტურიძე - მაკარიძის მარანი60. შიო მაისურაძე - არბოს მარანი61. შორენა პატარიძე "პატარიძის რაჭული"62. ცოტნე შერმადინი - მეღვინეობა “შერმადინი”63. ცოტნე ჯაფარიძე - Wine of Freedom64. შმაგი ავალიშვილი - ავალიშვილის მარანი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642