„თვითმკვლელობით შენიღბული მკვლელობები“ - ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება და საეჭვო გარდაცვალების შემთხვევების ჩამონათვალს აქვეყნებს
პოლიტიკა • 1788287575
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ეხმაურება.
გვარამიას თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები, სადაც ის ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს მძიმე ბრალდებებს უყენებს, უყურადღებოდ ვერ დარჩება.
„ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძესა და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება“, - აცხადებს გვარამია.
ნიკა გვარამია იხსენებს ბოლო პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობებისა თუ თვითმკვლელობის მცდელობების შემთხვევებს, რომლებზეც, მისი თქმით, საზოგადოებაში ლეგიტიმური შეკითხვები არსებობს:
-
თორნიკე რიჟვაძე (2025 წლის ივლისი) — თვითმკვლელობის მცდელობა;
-
დავით გოგობერიშვილი (2025 წლის ოქტომბერი) — გლდანის ციხის დირექტორი (ფიგურირებდა ბაჩიაშვილის საქმეში);
-
სუს-ის თანამშრომელი (2025 წლის ოქტომბერი) — ნაპოვნია ჩაქვის ტურბაზის ტერიტორიაზე (ვინაობა სუს-ს არ გაუმჟღავნებია);
-
სიმონ წაქაძე (2026 წლის იანვარი) — სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი;
-
ლაზარე ჯორბენაძე (2026 წლის აპრილი) — უფლებადამცველი, წარსულში კონტრდაზვერვის თანამშრომელი (როგორც ღარიბაშვილი წერს, ამ რიგში უნდა განვიხილოთ);
-
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი (2026 წლის მაისი) — ნაპოვნია ხაშურში, საკუთარ მანქანაში (ვინაობა სუს-ს არ გაუმჟღავნებია);
-
ბაქარ ბექაური (2026 წლის 7 ივნისი) — გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი (მონაწილეობდა გორის პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის სკანდალში, რისი ვიდეოკადრებიც გავრცელდა);
-
დავით ნანავა (2026 წლის აგვისტო) — ღარიბაშვილის ცოლისძმის სიმამრი. ფართოდ გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით სუს-ისა და პროკურატურის ზეწოლის შედეგად დაასრულა.
„ჩამონათვალში არის სახელები და გვარები, ვისთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები. ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, ბუნებრივია, ამ შეკითხვებს მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას სძენს“, - აღნიშნავს ნიკა გვარამია.
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...
სამართალი • 1791396248
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...
საზოგადოება • 1791379800
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...
კრიმინალი • 1791369982
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...
საზოგადოება • 1791368400









