პოლიტიკა • 1718170690
უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი მართლაც ფასდაუდებელი აქტია, უძვირფასესი საჩუქარია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
"ქართული სულიერების უდიდესი მოღვაწის, ბერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სულ მალე საქართველოს საგანძურში დაიდებს ბინას.
პალიმფსესტში, სადაც თავდაპირველი ტექსტი დასავლურ არამეული დიალექტია, იმავე ფურცლებზე ხუცური ანბანით მე-10 საუკუნის ქართული ტექსტია დატანილი. ბერი იოანეს ხელნაწერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული და დღემდე არც ერთი მათგანი არ მოიპოვებოდა ჩვენს წიგნთსაცავებში. მათ შორისაა "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის ოთხი ხელნაწერიდან, სამწუხაროდ, ასევე არც ერთი არაა საქართველოში დავანებული.
იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემა მართლაც უდიდესი მოვლენაა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში. უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი მართლაც ფასდაუდებელი აქტია, უძვირფასესი საჩუქარია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.
საქართველო, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაცია, ამაყია თავისი სასულიერო მწიგნობრობით; ქრისტიანულ კერებში საუკუნეების მანძილზე მოღვაწეობდნენ ქართველი გადამწერნი, მეცნიერნი თუ ფილოსოფოსნი, და ამით უდიდესი წვლილი შეჰქონდათ მსოფლიო ქრისტიანობის საგანძურში. იოანე ზოსიმე ერთ-ერთი უბრწყინვალესია მათ შორის. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საამაყო და ღირსეულ მონაპოვარს", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...
სოცმედია • 1743066733
გიგი უგულავა: ვიღაც ნაძირალა ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი ქოიავა ყვება, რომ თურმე მთელი "დანაშაული" პრეზიდენტის, მინისტრის და გენ. შტაბის უფროსის - "საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ჩამოსვლა" ყოფილა. ისინი...
პოლიტიკა • 1743066555
6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველ...
საზოგადოება • 1743066369
"ზოგჯერ ვფიქრობთ, ხომ არ გავდივართ იმ ზღვარზე, რომელიც რაღაც სახელმწიფო საიდუმლოების ზღვარია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, რადგან იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომლის შვილიც შეეწირ...
პოლიტიკა • 1743065184
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: ვისაც გულწრფელად არ გესმით რას ნიშნავს სამხედროების დაბარება რეჟიმის შექმნილ საპარლამენტო კომისიაზე, თქვენი სიბრიყვე მომცა და არასდროს მოვკვებოდი ალბათ
სოცმედია • 1743064955
ვასილ ივანოვ ჩიქოვანი სოცქსელში „იმედის“ ლინსკ აზიარებს და წერს: TV Imedi ოეეეე კანტორა!!! აბა მითხარით ჩემს ცოლს როდიდან აქვს სარეკლამო კომპანია ? Maiko Bokeria რას საქმიანობ ჩემს ზურგს უკან??? Na...
სოცმედია • 1743064759
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი