უკან წარსულისკენ - ოკუპირებულ ცხინვალში, ცენტრალურ მოედანზე, საბჭოთა პროპაგანდისტული კინოფილმების ჩვენება მოეწყობა
პოლიტიკა • 1657050204 1003

ოკუპირებულ ცხინვალში ზაფხულის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ ცხინვალის ადმინისტრაციის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა იგორ ტასოევმა მედიასთან თქვა, რომ პროექტი 8 ივლისს 19:00 საათზე ცხინვალის თეატრალურ მოედანზე დაიწყება.
როგორც ტასოევმა აღნიშნა, ზაფხულის მთელი პერიოდის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის მოქალაქეებსა და სტუმრებს შეეძლებათ, ისიამოვნონ ფილმებით, რომლებიც უკვე მილიონობით ადამიანს შეუყვარდა. საუბარია საბჭოთა პროპაგანდისტულ კინოზე, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ფილმებზე.
თეატრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეკრანი განთავსდება, მაყურებლისთვის კი 70 სკამი იქნება. ფილმების დაწყებამდე კი ბავშვებისთვის ასევე საბჭოთა მულტფილმების ჩვენება გაიმართება.

View this post on Instagram A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa) View this post on Instagram A post shared by Salome C...
სოცმედია • 1660941626

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...
ეს საინტერესოა • 1660937656

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...
საზოგადოება • 1660935891

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა • 1660935571

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...
მსოფლიო • 1660935241

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...
პოლიტიკა • 1660934919