„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

პოლიტიკა 1781246237

ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა, ჩინეთის „მავნე გავლენებისგან“ დაცვა ყოფილა.შესაძლოა რიგითმა ჯო უილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ - ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა და ამაზე კონკრეტული ფაქტები და რიცხვებიც მოწმობს; რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ - შესაძლოა რიგით უილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არ სმენიათ, მაგრამ ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს - საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს. შესაბამისად, როდესაც ჯო, გიგი, გიგა და ზურა სხვადასხვა სიტყვით - ერთსა და იმავეზე საუბრობენ და იდენტურ აქცენტებს სვამენ, აშკარაა, რომ ეს პროცესი მათი პატრონების მხრიდანაა კოორდინირებული.აშკარაა ისიც, თუ რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე - არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია... თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან.ცხადი გახდება ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავადაც იმ პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერდნენ; ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში, „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებენ;რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც „დიფ სთეითისგან“ იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი, ან მერცი.უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პროცესები ამგვარად წარიმართა, ეს იქნება ყველაზე აშკარა მტკიცებულება იმისა, რასაც უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი.ასე რომ კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრისა. ამიტომაც, საქართველო, საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ.პ.ს. თუკი მოვლენები ამ სამწუხარო მიმართულებით განვითარდა, გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად, საქართველოს „ბომბეიდან - ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის“, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის დაუწესონ სანქციები...“ | | წერს ოცნების პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი.

 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 9 ივნისს მიიღო "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი", რომლითაც სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

 "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი" წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს.

 აღნიშნული აქტით წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაზვერვისა და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ავალებს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას შეეხება.

 ასევე, გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, რომელიც შეაფასებს ორმხრივ კავშირებს, აშშ-ს დაფინანსებას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოსა და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014