„უნდა დატოვოს პარლამენტი ყველამ, ვინც შეეხო ვატო წერეთელს“ - მედიის წარმომადგენლები

პოლიტიკა 1656658181

ვატო წერეთელი

მოძალადე უნდა დაისაჯოს და თავდასხმაში მონაწილე დეპუტატებმა მანდატი უნდა დატოვონ - კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილის და მასთან ერთად კიდევ 3 დეპუტატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

მათი აზრით, ამერიკის საელჩოს ეზოში მმართველი გუნდის დეპუტატის თავდასხმა "TV პირველის" გენერალურ დირექტორ ვატო წერეთელზე, "ქართული ოცნების" ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის მორიგი გამოხატულებაა.

მედიის წარმომადგენლების თქმით, ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება და დამნაშავე დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

"თავდასხმა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე საქართველოში. ეს თავდასხმა აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული და უნდა დაისაჯონ თავდამსხმელები, უნდა დატოვოს პარლამენტი ყველამ, ვინც შეეხო ვატო წერეთელს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება აღქმული როგორც პატიება ამერიკაზე თავდასხმის ქართული ოცნების მხრიდან", - თქვა "მთავარი არხის" ტელეწამყვანმა, თეა ადეიშვილმა.
მომხდარს უპრეცედენტოს უწოდებს "ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ის აშშ-ის საელჩოს სთხოვს, თავდასხმის ამსახველი კადრები გაასაჯაროოს.

"უპრეცედენტოა ასეთი მოვლენა, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ამ დროს, კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს მმართველი პარტიის წარმომადგენლები სცემენ. ძალიან სამწუხარო, საგანგაშო ფაქტია. მე მოვუწოდებ საელჩოს, ვთხოვ, იქნება გაასაჯაროონ ჩანაწერები, თუ რა მოხდა რეალურად", - აღნიშნა ზუკა გუმბარიძემ.
ვატო წერეთელზე თავდასხმას ასევე ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. მან "ოცნების" დეპუტატებს "ხროვა" უწოდა და თქვა, რომ ეს გუნდი ხელისუფლებას რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდეს.

"სხვა ვერანაირი კომენტარი ვეღარ მექნება გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნება" მისი ზონდერიან, ტროლიან, ბოტიან, მხარდამჭერიან, დეპუტატიან, მინისტრიან, პრემიერმინისტრიანად არის ერთი კრიმინალური ხროვა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გავუშვათ აქედან. რაღაც ისეთი თუ აკადრა ვატომ, მაშინ გაეცა პასუხი - არა, დაორგანიზდნენ, ეს ხროვა, მივიდნენ და თავს დაესხნენ", - თქვა ნინო ჯანგირაშვილმა.შეგახსენებთ, გუშინ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, "ტვ პირველის" მფლობელს, ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220