„უნდა ვუპასუხო იმ საზარელ შეურაცხყოფას, რომელიც იუკნევიჩიენეს მიმართ გამოთქვეს GD-ის "აპარატჩიკებმა" - ფოტიგა

პოლიტიკა 1713888497

ანა ფოტიგა

"კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს," - რასა იუკნევიჩიანეზე ირაკლი კობახიძის მიერ მიტანილ იერიშს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმაურება.

 

ფოტიგას თქმით, ის ითმენს მასზე თავდასხმებს, თუმცა არ აპირებს მოითმინოს რასა იუკნევიჩიენეზე მიტანილი იერიში.

მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების წესით, სოლიდარობის მოძრაობით, ჩემი კავშირებით გარდაცვლილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან და თავისუფლების მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში, რომელსაც მხარს ვუჭერ, როგორც ევროპარლამენტის წევრი. ამგვარად მე ვითმენ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემს მიმართ არის მიმართული GD-ის სხვადასხვა პაიკის მიერ. მაგრამ მე უნდა ვუპასუხო იმ საზარელ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემი მეგობრის, იუკნევიჩიენეს მიმართ გამოთქვეს GD-ის "აპარატჩიკებმა".
ის ლიტველებისთვის გმირია, Sąjūdis Movement-ის წევრი, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ადამიანი, რომლის წვლილი ჩვენი რეგიონის, მათ შორის საქართველოს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში, არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს.
კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს. მას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ისტორიაში," - წერს ანა ფოტიგა.
"არ შეიძლება რასა იყოს ევროპის სახე," - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას აკეთებს.

 

"გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" - კობახიძე ევროპარლამენტარებზე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ნიკა მელია გირაოს გადახდაზე

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...

პოლიტიკა 1747249161

კობახიძე ივანიშვილი
ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი  

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი  

პოლიტიკა 1747248970

პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593