"უცხოელი აგენტების აქცია" - ირაკლი კობახიძე პროტესტზე
პოლიტიკა • 1762356718
ირაკლი კობახიძემ იმ მოქალაქეების პროტეტს, რომლებიც ყოველ ღამე რუსთაველზე დგანან და ევროპული მომავლისთვის იბრძიან, "უცხოელი აგენტების აქცია" უწოდა.
"ოცნების" პრემიერი დღეს შანხაიში მედიასთან ირწმუნებოდა, ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100-150-კაციანი აქციები რიგ ქვეყნებშიც და ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში არავითარი პროტესტი არ არსებობს.
„ეს არის ჩვეულებრივი უცხოელი აგენტების აქცია. შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100-150-კაციანი აქციები. ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება, 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ პროცესები თავისი არსით არის წარმართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით და ცდილობენ, შექმნან რაღაც ილუზია, სინამდვილეში, არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა", - განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახი...
პოლიტიკა • 1762525225
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას...
პოლიტიკა • 1762522581
"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა. 36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრ...
პოლიტიკა • 1762522090
"რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალ...
სოცმედია • 1762519794
სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების...
სოცმედია • 1762446349
31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1762439111










