"უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა" - 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია
პოლიტიკა • 1752690904
"უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა" | 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხესთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებს: "15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის - დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ:• საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვეს არა ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევით - ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდა• ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელისუფლების მოქმედებები არსებითად სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შესრულებას გულისხმობს. კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და ევროპული გზისთვის არსებითი საფრთხეა• თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალსმივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.მოვუწოდებთ ივანიშვილს შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი" | ნათქვამია განცხადებაშიგანცხადებას ხელს აწერენ:1. ასოციაცია "სოციალური ქოლგა"2. აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)3. აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის4. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის5. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი6. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი - გორის ხელოვნების სახლი7. დემოკრატიის კვლევის ცენტრი8. დემოკრატიის მცველები9. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი10. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი11. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი12. ლომეკი13. მედიაომბუდსმენი14. პრევენცია პროგრესისთვის15. პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი16. ჟურნალისტთა კავშირი "ხალხის ხმა"17. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო18. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის19. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი20. საორსა21. საფარი22. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია23. საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია24. საქართველოს ევროპული ორბიტა25. საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა26. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება27. ტოლერანტობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი28. უფლებები საქართველო29. ქალები რეგიონის განვითარებისთვის30. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"31. შშმ ქალთა ალიანსი32. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT33. DOCA დოკუმენტური კინოს ასოციაცია34. ENPUD -ფენიქსი 200935. Femina36. Start now37. WeResearch
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:,,2016 წელს შევარქვი ტრამპს- ჩემი ჟღალი მიმინო! ჰოდა, ზედ დააკვდა! მიმინო არის მტაცებელი ფრინველი!ქორისებრთა ოჯახიდან. ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ!”
სოცმედია • 1768966298
მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის
სოცმედია • 1768934349
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...
სამართალი • 1768930069
საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...
პოლიტიკა • 1768929961
მადლობა (მოსამართლეს) იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან (პროკურორებს),...
პოლიტიკა • 1768929890
პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. "კომისიის წე...
პოლიტიკა • 1768929773











