უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს -| TI

პოლიტიკა 1726222284

გაბინაშვილი

"სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარ უძრავ ქონებას არ უთითებს.

 

კერძოდ, მერაბ გაბინაშვილმა არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება:

121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე;
801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში.
"მერაბ გაბინაშვილი  სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. იგი 2006-2007 წლებში, გორში მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2015 წელს მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლიანი ვადით დანიშვნას. გაბინაშვილის სასამართლო კლანთან კავშირების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს", - წერია განცხადებაში."საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მერაბ გაბინაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპი პუტინი
ტრამპი ამბობს, რომ რუსეთს ომის დასრულება უნდა და ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ კრემლი "დროს წელავს"

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთს ომის დასრულება უნდა, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი "დროს აჭიანურებს". Newsmax-ის ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ კრემლი დრო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742969726

სიას  დირექტორი
"საჭიროების შემთხვევაში უკრაინელები შიშველი ხელებითაც იბრძოლებენ" - CIA-ს დირექტორი

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები შიშველი ხელებითაც გაგრძელებენ ბრძოლას, თუ მათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობები არ ექნებათ. შესაბამისი გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742969644

ელისაშვილი
„მაგის ფეხის ბაკუნზე რომ არავინ აპირებს სიარულს, მაგის ჩვენება გვინდოდა” – ალეკო ელისაშვილი წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

,,ძლიერი საქართველოს” წევრი, ალეკო ელისაშვილი: „პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი?...

პოლიტიკა 1742969554

სალომე ზურაბიშვილი
ვიდეო: "რუსული კოშმარი ბრუნდება" - პრეზიდენტის მიმართვა ევროპას ევროპული ტრიბუნიდან

სანამ ოლიგარქის რეჟიმი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ხვდებიან როგორც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ასე წარადგინა სეიმის სპიკერმა ზურაბიშვილი, რომელსაც დღეს ქვეყნის უმ...

პოლიტიკა 1742968155

მგელაძე ტრამპი
„წარმოდგენაც არ აქვს, რა ფასეულობებზე ააგეს ,,დამფუძნებელმა მამებმა" ამერიკის სახელმწიფო“ - ლაშა მგელაძე ტრამპზე

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ამოცანა გვეკითხება კონსერვატორია ტრამპი? თუ ლიბერალი? თუ არცერთი? საერთოდ რა ფასეულობის მიმართულების მატარებელია სახელმწიფო მოწყობის...

სოცმედია 1742967741

პუტინი ჟურნალისტი
„ჩვენ მეფე გვყავს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია... ჩამპალი ევროპა – ამას 90-იანი წლებიდან ვისმენ, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავ, ისაა, როგორ ვიხრწნებით ჩვენ“ - პუტინის პატიმარი რუსი ჟურნალისტის სკანდალური წერილი

ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე რუსი დაპატიმრებული ჟურნალისტის წერილიდან ნაწილს აქვეყენბს: დღეს მინდა შემოგთავაზოთ რუსი ჟურნალისტის, მარია პონომორენკოს ბოლო სიტყვის პატარა ნაწილი სასამრთლოს სხდომაზე. მარიას...

მსოფლიო 1742966426