"ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება, იმედი მაქვს, რომ დამთავრდება, როგორც ცუდი სიზმარი" - ირმა სოხაძე საპროტესტო აქციას შეუერთდა

პოლიტიკა 1734004415

სოხაძე

ახალ არჩევნების, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების მოთხოვნით თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო მსვლელობას მუსიკოსებმა კონსერვატორიის შენობიდან დაიწყეს. მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები სხვა უკანონო დაკავებულებთან ერთად ითხოვენ კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტის ანრი კაკაბაძის საპატიმროდან გათავისუფლებასაც. აქციის მონაწილეებმა კონსერვატორიის რექტორს მოუწოდეს ოფიციალურად გამოეხმაუროს განვითარებულ პროცესებს და დაგმოს პრორუსული პოლიტიკა. მუსიკოსების სფეროს წარმომადგენელთან ერთად აქციაში მონაწილეობენ მსახიობებიც.

აქციაში მონაწილეობას იღებს ირმა სოხაძეც, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო.

"არც ვმალავ ჩემი პოლიტიკურ გემოვნებას, რაშიც ვიყავი სრულიად დარწმუნებული, დღეს ვარ ძალიან გაწბილებული და შეძრწუნებული იმით, რაც ხდება, ეს არის სრული ნგრევა ჩემი იმედების, რწმენის, ამდენი ადამიანის რწმენის.

როცა შენი მოსახლეობის ნახევარი გეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა გააკეთო და შენ ამაზე რეაგირება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ ურტყამ, იჭერ, წამლავ, შეიძლება რომ ამაზე არ აღშფოთდე?

მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, რომელიც იყო კმაყოფილი იმით, რომ მოგვაშორეს სისხლიანი და უსამართლო რეჟიმი, მაგრამ ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება, იმედი მაქვს რომ დამთავრდება, მართლა როგორც ცუდი სიზმარი," - განაცხადა ირმა სოხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭყონია
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა" -| თემურ ჭყონია

"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ  განაცხადა. "როდესაც სა...

პოლიტიკა 1737125995

გიორგი ფარცვანია
ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვეს

გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1737124074

კობახიძე ივანიშვილი
ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...

პოლიტიკა 1737123966

ჯო უილსონი
"მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს!" - უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს. "მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს...

პოლიტიკა 1737123229

ლევან იოსელიანი
"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში" - ლევან იოსელიანი

 "რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. "დღეს, ჩ...

პოლიტიკა 1737123133

ჟურნალისტების აქცია
„თავისუფლება მზია ამაღლობელს, შეუჩერდეს უფლებამოსილება დგებუაძეს“ - ჟურნალისტების აქცია თბილისსა და ბათუმში

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე...

პოლიტიკა 1737117357