ვაშინგტონის გზავნილი „ქართულ ოცნებას“ - სახელმწიფო დეპარტამენტი კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს

პოლიტიკა 1770974918

სახდეპი ოცნება

ივანიშვილის პარტიამ შტატებიდან ახალი გზავნილი მიიღო. "ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ წერილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუბიოს უწყება მუშაობს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადადგას იმ შემთხვევაში, თუ მათ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად უნდათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება და თბილისთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ესწრაფვის.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს თანამშრომლობის დღის წესრიგსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.

ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება, გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად, - განუცხადეს „ნეტგაზეთს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
ვიდეო: "ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1773078330

ხამენეიშ შვილი
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...

მსოფლიო 1773078042

ხამენეის შვილი
„დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავაგრძელებთ წინამორბედი ლიდერების გზას და ვივლით ჩვენი მოწამეების კვალდაკვალ“ - მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა უზენაესი ლიდერის რანგში

მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...

მსოფლიო 1773077710

ბაჩო ახალაია
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზის გამო, ბაჩო ახალაიაზე ახალი გამოძიება დაიწყო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...

პოლიტიკა 1773077061

წარბიანი ქალი
ვიდეო: „ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს სუს-მა ხელბორკილები ქრთამის აღების დროს დაადო

 ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....

კრიმინალი 1773074848

კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331