''ვემიჯნებით "ოცნების" გადაწყვეტილებას და ვგმობთ მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას - საჯარო სექტორის თანამშრომლები

პოლიტიკა 1732976137

განცხადება1

''ვემიჯნებით "ოცნების" გადაწყვეტილებას და ვგმობთ მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას -  საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

განცხადება ღიაა და ხელმოწერა შეუძლია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ, ნებისმიერ ადამიანს.

 

ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის,  ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე ათვისება, რომელსაც გვთავაზობს ეს პროცესი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში, იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი წინაპრებისგან გარდაუვალი სურვილით ნაკარნახევი, ადამიანზე ორიენტირებული და დაცული მომავლისთვის ყოველდღიური შრომა იყო. ვშრომობდით რა იმ მომავლისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, თანასწორობის, განვითარებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას აძლევს,

ამ რწმენით, ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას!

ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ!

ვემსახურებით საქართველოს!"  - წერია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
19 წლის სანდრო
ვიდეო: „სანდროს ეპილეფსია აქვს, გუშინ დედას გასტაცეს სპეცრაზმელებმა და არის მძიმედ ნაცემია“ - 19 წლის ბიჭის ოჯახის წევრი

სანდრო ბუკია თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში.   დაკავებულის დედა ამბობს, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს და ამის შესახებ ნიღბიანებს უთხრა, თ...

პოლიტიკა 1733559568

მთავარი არხი
მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია - "მთავარი არხის" განცხადება

"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს და ივანიშვილის რეჟიმს, არხის ჟურნალისტისა და წამყვანის ბექა ყორშიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან "მთავარი არხი" სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზა...

პოლიტიკა 1733559368

ცაჰკნა
"ქართული ოცნების" ლიდერები და პრემიერი უკვე დიდი ხანია ატყუებს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ თავად ქართველ ხალხს“ - ცაჰკნა

"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამმა ქვეყანამ დავუწესეთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგ...

პოლიტიკა 1733559172

ქალი ლიდერებ
"სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს" - მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილს ავრცელებენ

მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგ...

პოლიტიკა 1733557838

ირაკლი ტაბლიაშვილი
„დაუსრულებელ 9 აპრილამდე მიჰყავს ქვეყანალ დაუსრულებელ და სამარადოსო ამოთხრას მიიღებს“ - ირაკლი ტაბლიაშვილი

ირაკლი ტაბლიაშვილი: დაუსრულებელ 9 აპრილამდე მიჰყავს ქვეყანა!დაუსრულებელ და სამარადოსო ამოთხრას მიიღებს!

სოცმედია 1733555854

სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

პოლიტიკა 1733555653