„ვერ ვიქნები ქსენოფობი იმიტომ რომ არაქართველი მეუღლე მყავს“ - თენგო გოგოტიშვილის პასუხი ირაკლი კობახიძეს
პოლიტიკა • 1659687772 2449

"მე, ვახო სანაიამ და მიშა მშვილდაძემ რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, ვირბინოთ და ვიყვიროთ, ეს ქვეყანა ომს ვერ დაიწყებს", - ასე პასუხობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრალდებებს. მისივე თქმით, "ოცნებას" ახლა განტევების ვაცები ჰყავს მოსაძებნი, რომ გაამართლოს საკუთარი უერთადგილობა"
„ძალიან კარგად მესმის, რომ "ქართულ ოცნებას" ეხლა უბრალოდ განტევების ვაცები ჰყავს, დამნაშავეები ჰყავს მოსაძებნი იმისთვის, რომ გაამართლოს საკუთარი ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უერთადგილობა. ის რომ კატეგორიულ უარს აცხადებს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე, რუსეთს ჩვენთან დაწესებული აქვს სავიზო რეჟიმი და ვერავინ ვერ დაადანაშაულებს რომ ეს არაადეკვატური და არასარკისებური პასუხი იქნება. უცნაურია იმ ადამიანების შერჩევა, ვისაც უნდა დააბრალოს ომის დაწყება.
მე, ვახო სანაიამ და მიშა მშვილდაძემ რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, რამდენიც არ უნდა ვირბინოთ და ვიყვიროთ, ეს ქვეყანა ომს ვერ დაიწყებს. მარტივი გასაგებია. უცნაურია ქსენოფობიის დაბრალება თუნდაც ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც არაქართველი მეუღლე ჰყავს. ფიზიკურად ვერ ვიქნები მე ქსენოფობი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაქართველი მეუღლე მყავს, - ამბობს თენგო გოგოტიშვილი.ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ თენგო გოგოტიშვილი უკვე მეორედ ახსენა. ამჯერად მას ბრალი ქსენოფობიაში დასდო, თუმცა ამის არგუმენტები "ოცნების" თავმჯდომარეს არ მოუყვანია.

View this post on Instagram A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa) View this post on Instagram A post shared by Salome C...
სოცმედია • 1660941626

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...
ეს საინტერესოა • 1660937656

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...
საზოგადოება • 1660935891

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა • 1660935571

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...
მსოფლიო • 1660935241

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...
პოლიტიკა • 1660934919