ვერავითარ ვალდებულებას ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ... ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს - კობახიძე "რუსულ კანონზე"

პოლიტიკა 1712937146

კობახიძე

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოადგინოს არგუმენტები, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, შეუძლებელია, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი.

„ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის, ნებისმიერი, ქართველი, უცხოელი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ, სადაც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს კანონი - ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, როგორ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი. კეთილი ინებონ, შემოვიდნენ გახსნილ დისკუსიაში, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, წარმოადგინონ. არგუმენტების გარეშე, ჩვენ ვერავითარ ვალდებულებას ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ იმისგან, რაც აქამდე გვაქვს მიღებული.

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები კანონთან დაკავშირებით, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე, სახელმწიფო სუვერენიტეტის საქმე, როცა უარგუმენტოდ რაღაცას ითხოვენ და ამაზე რეაგირება, არის შეურაცხმყოფელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიოზული პრობლემები ჩანს ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც გამოიკვეთა დღევანდელ მაგალითზეც, თარჯიმნის მაგალითზე, სხვა კუთხითაც და იმედი გვაქვს, ამ პრობლემებსაც მომავალში მოევლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ანა დოლიძე
„როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი – ჩვენ დავუპირისპირებთ იმ ეროვნულ სამოსს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ერთ დროს“ - ანა დოლიძე

„როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი“, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ,,ქართული ოცნების” ინიციატივას, რომე...

პოლიტიკა 1734077272

ზელენსკი ტრამპი
„ტრამპს სურს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ“ - WSJ

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა ევროპის...

რუსეთ-უკრაინის ომი 1734075516

მაჭარაშვილი
„დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა ომის დროს ბრილიანტები შეიძინა“ – გურამ მაჭარაშვილი

დავით კეზერაშვილს ყველა „სიკეთესთან“ ერთად დაუდგინდა, რომ ომის დროს ბრილიანტები აქვს შეძენილი, ეს დოკუმენტურად დადასტურდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვი...

პოლიტიკა 1734075426

აქცია უნგრეთს საელჩო
„მოვითხოვთ, ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ და სანქციებს და არ აღიარებას შეუერთდნენ“ - აქცია უნგრეთის საელჩოსთან

მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - უნგრეთის საელჩოსთან სტუდენტები იკრიბებიან. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებასთან ნაწამები და რეპრესიების...

პოლიტიკა 1734074930

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, ევროპარლამენტში მოუსმინონ

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, ევროპარლამენტში მოუსმინონ. ევროდეპუტატებმა, რომელიც თბილისში იმყოფებიან, გუშინ რობერტო მეცოლას სპეციალური მოთხოვნით მიმართეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პლენარულ სხდომაზე...

პოლიტიკა 1734074676

პაპუაშვილი
„ვხედავთ საქართველოს გადაკიდებული პოლიტიკოსების ვიზიტს“ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაგესებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავ...

პოლიტიკა 1734074587