ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს
პოლიტიკა • 1745062061

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს.
„საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე.
საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები იმყოფებოდა დალუქულ მდგომარეობაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნდა მათზე წვდომა, რათა დროულად დაეწყო საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება და არჩევნებისთვის მომზადება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 8 აპრილის წერილით საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცა მუშაობის განახლების შესაძლებლობა და აღდგა წვდომა ელექტრონულ მოწყობილობებზე“ - აცხადებენ ცესკოში.
ცესკო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ახალი/დამატებითი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიღება და ტესტირება დაგეგმილია 2025 წლის ივლისში, ვინაიდან „მათი მიღება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეუწონელია, რადგან მათი მომზადება მოითხოვს დიდ დროს, რისი შესაძლებლობაც შემდეგში აღარ არსებობს. ლოგისტიკის პროგრამის დანერგვა უნდა მოხდეს არჩევნებამდე გაცილებით ადრე, რადგან უნდა განხორციელდეს პერსონალის ტრენინგები, ხოლო შემდგომში საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მოძრაობის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროგრამის მეშვეობით.“
შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ცესკო გეგმავს სხვადასხვა მოწყობილობისა და მომსახურების შესყიდვას. 2025 წლის 15 აპრილით დათარიღებულ წერილში კომპანია Smartmatic-ი მადლობას უხდის ცესკოს მათი გუნდის ნდობისთვის და პროდუქტების მიწოდებასთან ერთად უდასტურებს „უწყვეტ ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ცესკოს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების დათვლისა და ამომრჩეველთა გადამოწმების სისტემის წარმატებით გამოყენებაში.“

გივი თარგამაძე: ეს პორტნოვია, იანუკოვიჩის თანაშემწე. ის იყო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების არქიტექტორი. ის ცვლიდა საკანონმდებლო ბაზას ისე, რომ ოპონენტთა დევნა სულ უფრო გააფთრებული ყოფილ...
სოცმედია • 1747827953

სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარ...
პოლიტიკა • 1747827635

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს მოკლეს. მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მ...
მსოფლიო • 1747827507

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის...
საზოგადოება • 1747826851

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...
საზოგადოება • 1747826786

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...
პოლიტიკა • 1747825728