პოლიტიკა • 1632333599
საქართველოში აშშ-ს საელჩო ეხმაურება დმანისსა და რუსთავში მომხდარ ინციდენტს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.
"ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.
ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე”, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სასამართლო პროცესი გადაიდო. შს სამინისტროს აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა. მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
პოლიტიკა • 1713452760
რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...
პოლიტიკა • 1713451762
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...
პოლიტიკა • 1713451231
"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა, ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...
პოლიტიკა • 1713450763
"ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს... პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია," - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომ...
პოლიტიკა • 1713450634
მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოჰყვა, სოციალურ პლატფორმა instag...
სოცმედია • 1713448973
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი