ვიდეო: „დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის“ - ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემაზე

პოლიტიკა 1679905762    614

ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა.

 

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ჯილდოს გადაცემა "დაახლოებით იგივეა, რომ ეს ჯილდო ანდრეს ბრეივიკს გადაეცეს".

"რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც...ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია.

ამიტომ ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს. რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა. უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საქართველოს ერთი მოქალაქეც ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზი გადაეცა.

 

 
 
 
 
 
Посмотреть эту публикацию в Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Публикация от მთავარი არხი (@mtavaritv)

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818

ჯაფარიძე
„თქვენ რომ იყოთ რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა და ასეთი სირ@ბა გესმოდეთ ქვეყნის დეფაქტო პრემიერისგან, რას იზამდით?“ - ზურაბ ჯაფარიძე

11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტიდღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი - თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ იმას რომ ე...

პოლიტიკა 1685460708