ვიდეო: მახე ხალხისთვის - იყო თუ არა ღობე წინასწარ გადაჭრილი?!

პოლიტიკა 1760209967

მახე

მახე ხალხისთვის - იყო თუ არა ღობე რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი.

 

"შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე სავარაუდოდ გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ გადაღებულ  ბრალდების დასადასტურებლად გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ღობის წაქცევას სულ რამდენი წამი სჭირდება. უწყვეტ ფაილში ვითვლით და სტრატეგიული ობიექტის დასაცავად აგებული ზღუდე მიწოლიდან 4 დათვლაში იქცევა.  გრაფიკული დამუშავების დახმარებით, შესაძლებელია იმის დანახვა, რომ რკინის კონსტრუქცია გადაჭრილი იყო წინასწარ. 
კიდევ ერთი კადრი "ტვ პირველმა" უკვე 5 ოქტომბერს, დილით ადრე გადაიღო. ეს ის დროა, როდესაც რკინის კონსტრუქციის ნაწილები ჯერ კიდევ ადგილზეა. ახლო ხედით გადაღებულ გამოსახულებაში ჩანს, რომ რკინის საყრდენი ძელები კი, რომელიც ოფიციალური ვერსით მომიტინგეებმა შეანგრიეს დეფორმირებულიც კი არ არის.

ვიდეომასალაში, რომელიც ჩვენმა რამდენიმე კამერამ გადაიღო, ჩანს რომ მას შემდეგ რაც მოქალაქეებმა, სასახლესთან გადანაცვლება გადაწყვიტეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რვა თანამშრომელი ჭიშკრის ჩაკეტვას იწყებს.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ანზორ ჩუბინიძის ოფიციალური წერილი, სადაც ის წერს, რომ 4 ოქტომბერს როდესაც ქვეყანაში დიდი დემონსტრაცია იყო დაანონსებული, პრეზიდენტის სასახლის დასაცავად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხოლოდ რვა თანამშრომელი იყო მივლენილი. მათგან რამდენიმე კი არა გამოცდილი კადრი, არამედ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი წვევამდელი იყო.

"ტვ პირველის" მიერ გაშიფრული კადრების თანახმად, ვიდრე ღობე არ გადავარდა, მომიტინგეები, რომლებსაც პერიოდულად არაიდენტიფიცირებადი პირების შეძახილები ესმით, ეზოში მხოლოდ სასახლის დაცვას ხედავენ, არადა ამ დროს სპეცრაზმი სასახლეშია, მაგრამ არ გამოდის. რობოკოპები ელოდებიან, როდის გადავარდება ღობე და როდის გაჩნდება მტკიცებულება მათ წინააღმდეგ. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ სპეცრაზმი სასახლიდან მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები“ - ზურა ჯაფარიძე  

ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...

პოლიტიკა 1776690342

მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624