ვიდეო: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მამის ბიზნესი რუსეთში

პოლიტიკა 1751774188

ნინო გალუსტაშვილი

სინდისის პატიმრების მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილის მამა რუსეთში ავტობიზნესის მფლობელია - "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ დავით გალუსტოვი ბიზნესოპერატორად ის რუსეთის ერთიან რეესტრში 1 წლის წინ 2024 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა.

დოკუმენტებში მითითებულია, რომ: 
მოსამართლის მამის ძირითადი საქმიანობა მოსკოვში, ავტომობილების ნაწილებით საბითუმო ვაჭრობაა. პარალელური საქმიანობის სფეროდ კი ნინო გალუსტაშვილის მამას, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა აქვს მითითებული. მას მოპოვებული აქვს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების, ავტო სამრეცხაოების ფლობისა და გზებზე მანქანებისთვის ტექდახმარების აღმოჩენის ლიცენზიაც.
დავით ომარის ძე გალუსტოვი რუსეთში ბიზნესოპერატორად თავდაპირველად 2013 წელს დარეგისტრირდა. მაშინ მისი ძირითადი საქმიანობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა იყო, თუმცა 2022 წლის 29 ივლისს დავით გალუსტოვმა რუსეთში ბიზნესი დახურა და გააუქმა ბიზნესოპერატორის რეგისტრაციაც. კომერციულ საქმიანობას მოსამართლის მამა, 2024 წლიდან უბრუნდება და ამჯერად ავტო ბიზნესში შედის. ეს კი დროში ემთხვევა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც ავტონაწილებით მომარაგებას ამ დროს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი.

 

დავით გალუსტოვი ირწმუნება, რომ ავტონაწილები რუსეთში არ შეაქვს, მისი ბიზნესი კი მეორადი მანქანების დაშლას არ სცდება.
"შაბათის ეთერმა" ჟურნალისტური გამოძიების მომზადების დროს, დავით გალუსტოვის სახელით საქართველოში გადმორიცხული თანხების დამადასტურებელი ამონაწერიც მოიპოვა.  სწრაფი ფულადი გზავნილების კომპანია "იუნისტრიმის" ამონაწერით, ირკვევა, რომ ოჯახის უახლოესი წევრების გარდა, ფული სხვა პირების სახელზეცაა გადმორიცხული.

დოკუმენტის შესწვლისას ყურადღებას 2022 და 2023 წლის მსხვილი ტრანზაქციები იქცევს:  
ერთ შემთხვევაში ფულის მიმღები ბესიკ ბიჭიაშვილია - თანხის ოდენობად კი 304 290-ია მითითებული.

"შაბათის ეთერის" ინტერესის საგანია გაარკვიოს, რა დანიშნულებისთვის გადმოურიცხა თანხა 7 კომპანიის მფლობელ ბიჭიაშვილს სინდისის პატიმრების მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის მამამ, თუმცა ბიჭიაშვილმა გამომძიებელ ჟურნალისტებთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

 

მოსამართლის მამა კი ამტკიცებს, რომ მსხვილი 300 ათასზე მეტი ოდენობის ფულადი გზავნილი, რომელიც "შაბათის ეთერის"ინტერესის საგანი გახდა, არა დოლარი, არამედ რუბლია და მეზობლებს ავტომანქანის შესაძენად გამოყენებული თანხის ხურდა დაუბრუნა.

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, ისიც რომ 2023 წლის 13 თებერვალს, 30 718 სავარაუდოდ დოლარი, დავით გალუსტოვმა კიდევ ერთ ბიზნესმენ ზურაბ ნამგალაურსაც გადმოურიცხა.

ირკვევა ისიც, რომ ფულის მიმღებებს შორის სხვადასხვა პერიოდში, დავით გალუსტოვის თანასოფლელებიც იყვნენ.

ეს ყველაფერი არ არის, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომ ნინო გალუსტაშვილის მამა, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობას, ერთდროულად, სხვადასხვა გვარზე გაცემული პასპორტებით, წლების განმავლობაში ფლობდა. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ავარია
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...

შემთხვევა 1784386086

ირანი
ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა - ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე

ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....

მსოფლიო 1784383800

ვილდბერი
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Wildberries-ის საწყობებზე მიიტანეს იერიში – ზარალმა შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს

18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784376000

ზოდიაქო
18 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...

ეს საინტერესოა 1784319265

ეფლი
Apple-მა Nvidia-ს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა

Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...

ეს საინტერესოა 1784304545

საქბანკი
გაეცანი საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებებს და მიიღე მეტი სარგებელი

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS  მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784302346