ვიდეო: რა უსურვა ხალმა ივანიშვილს 69 წლის იუბილეზე
პოლიტიკა • 1739908447
69 წლის იუბილეს ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის სანქციებით და ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტით ხვდება. პროტესტის ეპიცენტრში, რუსთაველის გამზირზე დღეს ბევრი პერფორმანსია დაგეგმილი. ოლიგარქს საკუთარ დაბადების დღეზე მოქალაქეები შეახსენებენ, რომ ყველაფერ რუსულს და ოლიგარქიულ მმართველობას ეწინააღმდეგებიან.
ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მოქალაქეების შეკრება უკვე დაიწყო. ადგილზე მივიდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც სიმბოლურად თეტრი ხალათები აცვიათ, რომელზეც წითელი საღებავით ხელები ახატიათ. ახალგაზრდებს საპროტესტოს ბანერებიც აქვთ მიტანილი : "ჩვენ ვმკურნალობთ, თქვენ - კლავთ!", "ჩვენ ვარჩენთ სიცოცხლეს, ტქვენ კლავთ თავისუფლებას!".
ჩვენ ვართ ექიმები, შესაბამისად, პირველები უნდა გამოვხატავდეთ სოლიდარობას ადმაიანების მიმართ, რომლებიც შიმშილობენ, რომლებსაც არ აძლევენ საშუალებას, იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში. ჩვენ უნდა ჩავიბაროთ მომავალში ადამიანების სიცოცხლე, შესაბამისად, რა თქმა უდა, გვიჩნდება პროტესტიც. ჩვენ გვინდა, ვუსურვოთ ბიძინა ივანიშვილს, იცხოვროს შორეულ რუსეთში, იქაური მედიცინის ხელში და ჩვენ ვიქნებით აქ, გავაგრძელებთ ევროპულად ცხოვრებას, - ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ცოტა ხნის წინ რეჟიმს ასევე დატყვევებული ჰყავდა, ამბობს, რომ ბიძნა ივანიშვილის დანშაულები ყველა ზღვარს გასცდა და მომდევნო იუბილეს ის, სავარაუდოდ, შინა პატიმრობაში შეხვდება.
მისთვის შემდეგი დაბადების დღე იქნება, მინიმუმ, შინა პატიმრობაში, იმიტომ, რომ მისი დანაშაულები გაცდა ყველა ზღვარს. ფსკერია, რასაც აკეთებენ აეროპორტში, რასაც აკეთებენ სხვაგან. მთელი სისტემა ამ ერთი ახირებული კაცის სურვილების და ხუშტურების დასაკმაყოფილებლად მუშსაობს. დროა გამოფხიზლების და ერთად დგომის! ესენი მწყობრად უნდა დავამარცხოთ!, - ამბობს მოქალაქე.
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე შავი ფერის ბუშტებიც აქვთ მიტანილი.
პროტესტის მაქვს საშინელი და თუ ეს კარგია, რასაც ეს რეჟიმი სჩადის, ბუშტები და ლენტები მსურს გავუგზავნო მაგათ, რეჟიმის მსახურებს და მის უკან მდგომებს და ეს ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს, მათ ჰქონდეთ. ამით ფიქსირდება ჩვენი განწყობა. გვაქვს გლოვა. ასეთი საქართველო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამბობს მოქალაქე.
უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...
მსოფლიო • 1771158474
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...
საზოგადოება • 1771157003
"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...
პოლიტიკა • 1771156925
მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...
საზოგადოება • 1771154696
ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...
მსოფლიო • 1771147903
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...
კრიმინალი • 1771147335












