ვიდეო - როგორ დააკავეს იზოლატორიდან გამოსული გიგი უგულავა სისხლის სამართლის ბრალდებით

პოლიტიკა 1738679152

უგულავა

რეპრესიების ახალი ტალღა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოიყვანეს, მოულოდნელად ეზოშივე სისხლის სამართლის მუხლით ბრალი წაუყენეს და უკან შეაბრუნეს.

 

ფაქტის ამსახველი ექსკლუზიური კადრები "ტვ პირველმა" გადაიღო.

 

გიგი უგულავა "პირველებთან" ამბობს, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე წარუდგინეს. პოლიტიკოსს ჯგუფურად მაგისტრალის გადაკეტვას ედავებიან. აღნიშნული ბრალი 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

უგულავა წაყენებულ ბრალს დაშინების მცდელობად აფასებს.

გიგი უგულავას ადვოკატი სასამართლოსკენ მიემართებოდა, როდესაც გაიგო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამმართველოში შეაბრუნეს და ამჯერად საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა.

 

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია. მისი თქმით, თბილისი მოლთან მაგისტრალი საერთოდ არ გადაკეტილა და როგორც ჩანს, ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანები მეტად გააწვალოს და ახლა უკვე მათ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან.

ის, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, ამას საზოგადოება კარგად ხედავს, მაგრამ ეს, მართლა, ცირკიც აღარ არის და ვერცერთ დაწესებულებას ვერ შეადარებ. უბრალოდ, ქაოსია. ვერც თქვენს შეკითხვაზე, რა მტკიცებულებები შეიძლება, ჰქონდეთ, ვერ ვუპასუხებ სამართლებრივ ენაზე, იმიტომ, რომ უბრალოდ, აბსურდულია ასეთი ტიპის ბრალდების წაყენება, იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულება გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, მათ შორის, ტვ პირველის მაყურებელი პირდაპირ ეთერში უყურებდა, რა ხდებოდა თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ის დანაშუალი, რომელიც სახელდახელოდ წინა დღეს გამოაცხადეს დანაშაულად და სტრატეგიულ ობიექტად აქციეს თბილისის შემოსასვლელი და თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორია, საერთოდ არ გადაკეტილა. არა თუ პირადად უგულავას მიერ არ გადაკეტილა, და ხალსახად ჩანს ის სად იმყოფებდა მთელი აქციის განმავლობაში, არამედ, საერთოდ არ გადაკეტილა. თუ რამდენიმე წუთით გადაიკეტა, ისიც პოლიციის გადაადგილების გამო იყო ტერიტორია გადაკეტილი. ის დანაშაულიც კი არ მომხდარა, რა აბსურდული დანაშაულიც წინა დღეს შეთხზეს და მოიგონეს, რომ ეს ყოფილიყო დანაშაული. ამიტომ, აეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათი იწურებოდა, რაც ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყო. მერე, როგორც ჩანს, ვიღაცამ და ეს ვიღაც მაღალი ალბათობით, ივანიშვილი იყო, მოიფიქრა, რომ მოდი, ახლა ეს ხალხი უფრო მეტად გავაწვალოთ, უფრო მეტად დავაშინოთ და ახლა სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 
ცოტა ხნის წინ დიღმის სამმართველოში შეაბრუნეს დიმა ბიძინაშვილიც. მისი თქმით, "სამშბლოს სიყვარულისთვის ისჯება".

 

შეგახსენებთ, „თბილისი მოლთან“ დაკავებულ 8 პირს შორის, რომელთაც სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, ერთ-ერთი გიგი უგულავაა. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642