ვიდეო: "სუს-ი სპეცრაზმს უსმენს, იციან მათი განწყობები, რომ შეიძლება გაემიჯნონ" - სკანდალური ინტერვიუ გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან
პოლიტიკა • 1757707672
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ "პირველებთან" - ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სუს-ს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს სპეცრაზმი უკანონო მოსმენაზე ყავს აყვანილი და კარგად იცის ე.წ. ზეტების, შიდას განწყობების შესახებ.
გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ძალოვან სისტემაში არსებობს განწყობები, რომ მათ მართლაც გადადგან აღნიშნული ნაბიჯი და გაემიჯნონ, არ მიიღონ მონაწილეობა და არ შეასრულონ ის დავალებები, რომელსაც ივანიშვილის გუნდი გასცემს.
მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც, რადგან პროცესმა ბევრად მასშტაბური ხასიათი მიიღო, "ოცნებას" კი ამის შეეშინდა.
ხელისუფლებას შეეშინდა 4 ოქტომბერს არ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება, რადგან ამის ნიშნები ცხადად არსებობდა, ვინაიდან 4 ოქტომბრის ირგვლივ გაერთიანდა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და მეორე, ბუნებრივია, არსებობს განწყობები ძალოვან სისტემაში, რომლებსაც აქვთ ეს ნაბიჯი, რომ გადადგან ეს ნაბიჯი და გაემიჯნონ, არ მიიღონ მონაწილეობა და არ შეასრულონ ის დავალებები, რაც ნოემბერს-დეკემბერში ჩვენ ვიხილეთ. ბუნებრივია ამაზე ინფორმაცია აქვთ, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური რუსეთს და მოწინააღმდეგეს კი არ უსმენს, უსმენს, თავის მოქალაქეებს და ექნებათ ეს, ე.წ. ზეტებს რასაც ეძახიან- შიდა განწყობები და ამიტომ მოხდა. მე ვვარაუდობდი ლევანის დაკავებას დაახლოებით ალბათ ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ცოტა ადრე მოხსნეს ჭადრაკის დაფიდან, იმიტომ, რომ ამ პროცესმა ძალიან მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამის შეეშინდათ", - აცხადებს შაიშმელაშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გუშინ დააკავა. როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ხაბეიშვილი ქრთამის სახით ძალოვნებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












