video: ჟურნალისტური გამოძიება - სად გაქრა მწერლების ქონება

პოლიტიკა 1746898464

მაყვალა გონაშვილიიი

 10.05.25 21:05
ფრჩხილების დაგრძელების სალონი წიგნების საპრეზენტაციო სივრცის ნაცვლად; აფთიაქი მწერლების თავშეყრის ადგილას; საბავშვო ბაღზე გაქირავებული ეროვნული მწერლობის სტამბა - რისთვის იყენებენ ქართველი მწერლების ქონებას?!

 

უფრო კონკრეტულად: 
მაჩაბლის 1 ნომერში მდებარე  "მწერალთა კავშირის" კუთვნილ ქონებაში ახლა მხოლოდ ფრჩხილის დაგრძელება, გამაგრება, მოდელირება და შილაკის გაკეთებაა შესაძლებელი. ასე, მაჩაბლის პირველ ნომერში მდებარე ფართიც "მწერალთა კავშირს"  სააფთიაქო ქსელისთვის აქვს მიქირავებული. 
მხატვრის ქუჩა 7 ნომერში მდებარე ფართს, სადაც წესით, მწერალთა კავშირის სტამბა უნდა იყოს, ადგილობრივების თქმით, რუს ტურისტებზე აქირავებენ. მოქალაქეების მონაყოლის თანახმად, რუსი ტურისტების მასპინძლობის გარდა, მწერალთა კავშირის სტამბის შენობას,  საბავშვო ბაღის ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული.
გონაშვილს ვაჟა ოთარაშვილი ამხელს, ის წლების განმავლობაში მწერალთა კავშირში, გამომცემლობას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც განიავებულ ქონებაზე კითხვები დასვა 5 დღეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი პოსტს 2004 წლიდან ინარჩუნებს. "შაბათის ეთერის" რესპოდენტების თქმით, მისი მმართველობის დროს ქართველი მწერლების კუთვნილი არა ერთი ქონება გაქრა.

 

მაყვალა გონაშვილმა უნდა უპასუხოს კითხვას -  რატომ გაიყიდა ქართველი მწერლების  კუთვნილი დიდძალი ქონება მისი თავმჯდომარეობისას, რაში დახარჯა აღებული ფული და რატომ მივიღეთ მწერალთა კავშირი იმ სახით, როგორიც დღეს არის?!

დევნილთა საერთო საცხოვრებელში შესახლებული მწერალთა კავშირი სულ 10 თანამშრომლისგან შედგება. მათ შორის არიან დამლაგებელი, ბუღალტერი და თავად თავმჯდომარე გონაშვილიც. კავშირის სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, ქალბატონი მაყვალა მაინც ხელისუფლების მადლიერია, არც სამუზეუმო ექსპონატებად ქცეული კომპიუტერული ტექნიკა აწუხებს და არც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, წულუკიანის კომისიაზეც სიამოვნებით მიდის.

 

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისული გონაშვილი წულუკიანის წინ იჯდა და ლაპარაკობდა როგორ სდევნიდნენ მწერლებს წინა ხელისუფლების დროს და ხმაც არ ამოუღია წულუკიანის რეპრესიებზე - განსხვავებული აზრის გამო, მუზეუმებიდან და თეატრებიდან გათავისუფლებულ ხალხზე.

 

მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პოსტზე  2004 წელს არჩეული მაყვალა გონაშვილი ქონებების შეძენას 2006 წლიდან იწყებს:

თბილისის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე ის ახლა 205 კვადრატულ მეტრ ბინაში ცხოვრობს.
რეესტრის მონაცემებით, 2013 წელს ჩნდება გონაშვილის სახელზე ბინა ბათუმშიც.
ბოლო შენაძენი აქვს ახლად აშენებულ კორპუსში შანდორ პეტეფის ქუჩაზეც.
ეს ჩამონათვალი ზღვაში წვეთია იმ ნუსხასთან, რომელსაც მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ქმრის, მერაბ კეზუას სახელის გასწვრივ ვხედავთ. ქონების რეესტრის მიხედვით, არც კეზუა ფლობდა უძრავ ქონებას, ცოლის თავმჯდომარეობამდე.

 

ეს ყველაფერი არ არის, ირკვევა, რომ დაკარგულია და უკვალოდ გაქრა აქტივები, რომლის ფასი ახლა მილიონებია. როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, თავისუფლების მოედანზე  ფართი მწერლებს ჩალის ფასად გაუყიდეს, გაასხვისეს "მერანი" რუსთაველზე,  გაქრა რესტორანი "აფხაზეთი" მწვანე კონცხზე, იძებნება მწერალთა კავშირის აქტივები დიდუბეში, ეძებენ ფიროსმანის ტილოს, დააბრუნა სახლში წაღებული გუდიაშვილის ნახატი.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136

მეუფე ჯამდელიანი
შინჯიკაშვილმა მეუფე ჯამდელიანს სასამართლოში უჩივლა

გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ოცნებ...

პოლიტიკა 1765808937

ვოლსკი ღარიბაშვილი
“გული ძალიან დამწყდა… ჩემი მეგობარია” – ვოლსკი ღარიბაშვილზე

ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას, ამბობს:“ხასიათს, გარემოებებს და მასშტაბს დანაშაულისას გამოძიება დაადგენს, მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ გული ძალიან დ...

პოლიტიკა 1765808759

ელენე ხოშტარია ა
„არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება“ - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან

ელენე ხოშტარია: არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამი...

პოლიტიკა 1765808248