ვიეო: ვინ არის რონი მესხი - შს მინისტრის მდინარაძის მეგობარი მოადგილის დოსიე

პოლიტიკა 1745731671

მესხი

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მეუღლე თამთა დანელია "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ მისი ქმარი, რონი (როლანდ) მესხი მამუკა მდინარაძის  მეგობარი და უახლოესი გარემოცვის წევრია.

 

როლანდ მესხი, რეჟიმის მინისტრის მოადგილედ, მას შემდეგ დანიშნეს, რაც სახელი აქტივისტ ქალებზე ძალადობით გაითქვა. ერთი კვირის წინ, რუსთაველზე გამზირზე, 20 წლის გოგონა თმით სწორედ მან ათრია.  აქტივისტი გოგონას თმით თრევის შემდეგ დაწინაურებული, პოლიციელის რონი მესხის მეუღლეც სისტემის ნაწილია - თამთა დანელია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლად მუშაობს.

 

როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, პოლიციელებს მფლობელობაში არსებული ბინების ერთი ნაწილი გაქირავებული აქვთ და პოლიციელების ხელფასს გარდა, შემოსავალს იჯარიდანაც იღებენ. პოლიციელების ოჯახი ემზადება, კერძო სახლის მშენებლობისთვის თბილისის უძველეს და ეკოლოგიურად სუფთა რაიონშიც.
ვინ არის და საიდან მოვიდა როლანდ, იგივე რონი მესხი შვილის თანატოლი გოგონას ძალადობამდე?!
მესხი, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) თანამშრომელი იყო.

 

საძიებო სისტემაში, სატელევიზიო არქივსა და რონი მესხის ბიოგრაფიაში კიდევ არაერთი ეპიზოდია, რომელიც მას მამუკა მდინარაძესთან აკავშირებდა და აკავშირებს. ყველაფერი იურიდიულ ფაკულტეტზე დაწყებულა. უნივერსიტეტში დაწყებული მეგობრობა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. შაბათის ეთერის კონფიდენტი გვიყვება, რომ გამომძიებელ მდინარაძეს მაშინ თანაშემწე ჰყავდა და ეს თანაშემწე რონი მესხი იყო. ზუსტად ამ პერიოდში დააკავეს ოცნების ახლანდელი ლიდერი, რასაც შაბათის ეთერთან ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ, თავად გვიდასტურებს. 
სანდო წყაროს ცნობით,  მდინარაძე მაშინ, საგამოძიებო ნაწილის უფროსთან ზაზა მესხთან ერთად დააკავეს. 
ზაზა მესხი ახლა უკვე ვახო გომელაურის პირველი მოადგილის, რონი მესხის ბიძაა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ძალოვან უწყებაში, მდინარაძე სწორედ მესხის პოლიციელმა ბიძამ, ზაზა მესხმა მიიყვანა.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308