ვინ მისცა რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები

პოლიტიკა 1762522090

ოპოზიციის ლიდერები

"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა.

36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლები  უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.

ნანა კაკაბაძე ჩვენებაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც აძლევს ჩვენებას, ამბობს, რომ სწორედ მან შეიწყალა ნიკა მელია, ნიკა რურუა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დასავლეთის მოთხოვნით და ამ შეწყალებებს ის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად და დასავლეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

 

ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა პოლიტიკაში ჩარევის აშკარა მაგალითებია ის შეწყალებები, რომელიც მეხუთე პრეზიდენტმა განახორციელა მელიას, რურუას, უგულავას, ოქრუაშვილის და სხვა იმ კრიმინალების მიმართ რომლებიც იყვნენ ან ნაციონალური მოძრაობის წევრები ან მხარდამჭერები ან დამფინანსებლები.  შეწყალებაზე ევროპარლამენტარმა ქალბატონმა, რომლის გვარსაც ვერ ვიხსენებ, განაცხადა რომ მასთან ჰქონდა საუბარი ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ამაზე არსებობს ასევე, ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც იგი ამბობს რომ ზურაბიშვილს დავალებული ჰქონდა დეკემბრამდე მისი გათავისუფლება. ანუ ნათელი იყო რომ მითითება მოდიოდა ქვეყნის გარედან. ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც გარე აქტორები იყვნენ ჩართულები, ვინაიდან გირაო მას გადაუხადა საერთაშორისო ფონდმა სახლეს ვერ ვიხსენებ ფონდისას", - ამბობს ჩვენებაში ნანა კაკაბაძე. 
რაც შეეხება ვატო შაქარაშვილის, ის ჩვენებას ნიკა მელიას, თინა ბოკუჩავას და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აძლევს, ამბობს, რომ სწორედ აღნიშნულმა ლიდერებმა მისწრეს წერილები ევროსაბჭოს, რომ სადამსჯელო ბერკეტები გამოყენებულიყო "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამი პოლიტიკოსებიდან, თინა ბოკუჩავას მიმართ საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი დევნა არ დაუწყია. 
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ნიკა მელიას,თინა ბოკუჩავას და მამუკა ხაზარაძის ხელმოწერით გაგზავნილი იქნა წერილი, რომლის შინაარსი ეხმაურებოდა საქართველოსთვის სუვერენიტეტის შეზღუდვას და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზიანის მიყენებას. კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავისი წერილით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებენ განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, გამოიყენონ სადამსჯელო ბერკეტები და არ ცნონ ასამბლეაში დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრთა მანდატები. წარმოგიდგენთ წერილის არსს გამოკითხვის ოქმზე დასართავად", - თქვა ჩვენებაში ვატო შაქარიშვილმა. 
საქმის მასალებში ასევე საუბარია გიორგი გახარიაზეც. მის წინააღმდეგ ჩვენება ისევ ნანა კაკაბაძე აძლევს.  კაკაბაძე საუბრობს ქვეყნის მართვაში გარე ძალების უხეშ ჩარევაზე და ამის მაგალითად მოჰყავს 20 ივნისის საქმე.

გიორგი გახარია იმ 8 ოპოზიციონერში არ არის, ვის მიმართაც პროკურატურამ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 
ქვეყნის მართვაში გარე ძალების უხეში ჩარევის მაგალითია ე.წ 20 ივნისის საქმე. ეს პროცესი და გიორგი გახარია მთლიანად გარედან მართული რომ იყო ამაზეც მოგახსენებთ. გახარიას ბრძანებით, პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, დამიზნებით როგორც ოპოზიცია ამას ამბობდა.ასეთივეა ე.წ პანკისის ოპერაცია, სადაც გახარიამ პოლიციელებზე მიზანმიმართულად მიუშვა გავეშებული ბრბო, რომლებმაც ქვებისა და სხვა ბლაგვი ნივთების დაშენით შეურაცხყვეს და დააზიანეს ქართული პოლიცია. ეს ოპერაციაც ჩემი აზრით ატარებდა მიზანიმართულ ხასიათს. იმ დროისთვის როდესაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, გიორგი გახარიამ ნიკა მელია დაპატიმრების საბაბით ყველაზე მძიმე პერიოდში ზურგში დანა ჩასცხო, რაც ასევე შეიძლება განხილულ იქნას როგორც მისი მხრიდან გარე დაკვეთის შესრულება ხელისუფლებჯს  ჩამოშლისა  და დასუსტების მიზნით", - ამბობს ნანა კაკაბაძე ჩვენებაში. 
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "ნეიტრალური საქართველოს" წევრებმა პროკურატურას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართეს, 8 თებერვალს კი პოლიტიკოსების წინააღმდეგ საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ვატო შაქარიშვილი და ნანა კაკაბაძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში 10 თებერვალს გამოიკითხნენ. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ 9 თვის შემდეგ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა ზემდგომ პროკურორს მიმართა, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმე ცალკე წარმოებად დაწყებულიყო.

 

ცნობისთვის, ჩვენებების გარდა 36 ტომიან საქმეში დევს რაციების ჩანაწერებიც, ასევე ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც.

 

8 ოპოზიციონერის საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში, დღეს 19:00 საათზე გაიმართება. პოლიტიკოსების საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა.

 

ვის რას ედავება პროკურატურა:

 

მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688