ვის შეეხება შეერთებული შტატების მიერ ვიზების გაცემის შეჩერება
პოლიტიკა • 1768463949
რა გახდა განუსაზღვრელი ვადით სავიზო შეზღუდვების შემოღების მიზეზი და ვის ეხება ის? - აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტურისტულ, ბიზნეს და სასწავლო ვიზებს არ შეეხება.
შეერთებული შტატები 75 ქვეყნისთვის მხოლოდ საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს, რომელიც იმ ადამიანებს ეხებათ, ვისაც აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლა უნდა და ოჯახის გაერთიანების და მწვანე ბარათის პროცედურებს გადის.
ახალი გადაწყვეტილება 21 იანვრიდან ამოქმედდება, სანამ სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი თავიდან შეაფასებს იმიგრაციის დამუშავების პროცედურებს, რათა თავიდან აიცილოს შეერთებულ შტატებში იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა, რომლებიც მიიღებენ სოციალურ დახმარებას და საზოგადოებრივ შეღავათებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმის მიხედვით, შეჩერების საფუძველი არის ორი საკონსულო პროცედურა: სკრინინგი - უფრო დეტალური შემოწმება საბუთების, იდენტობის, გამგზავრების მიზეზის და ვეტინგი - უფრო ღრმა და საფუძვლიანი შემოწმება კონკრეტულად პიროვნების და გარკვეული საფრთხეების, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ პიროვნებისგან მომდინარეობდეს.
ექსპერტების თქმით, აღნიშნულ სიაში საქართველო რუსეთის, ირანის, სომალის, ავღანეთის და მონღოლეთის გვერდით არ აღმოჩნდებოდა ისეთი ურთიერთობა რომ ჰქონოდა შეერთებულ შტატებთან, "რომელიც ჩვენს და ამერიკას შორის ურთიერთობების ისტორიას შეესაბამება".
გავრცელებული ინფორმაციით საუბარია ე.წ. საემიგრაციო ვიზების გაცემაზე, შეზღუდვა ამოქმედდება 21 იანვრიდან და გაგრძელდება, სანამ არ გადაიხედება მთლიანად ამ ვიზების გაცემის პროტოკოლი, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე სხვა კუთხითაც.
ამ სავიზო შეზღუდვაში 75 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის ჩვენი რეგიონის ყველა სახელმწიფოა, ვგულისხმობ აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს. უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები.
როგორც მე ვხვდები, ეს არ ეხება ყველა კატეგორიის ვიზებს. სხვა, ნიშნური ვიზების გაცემა როგორც მე ვხვდები ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუმცა საქართველოს დღეს, რომ ჰქონდეს სხვა დონის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს და ამერიკას შორის ურთიერთობების ისტორიას შეესაბამება და ეკადრება, შეიძლება საქართველო ასეთ შეზღუდვაში, სხვა სცენარში არ მოხვედრილიყო," - განაცხადა "ჯეოქეისის" მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ.
"სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განმარტებით, ქართულ საზოგადოებას სწორედ ამიტომ სურს ევროინტეგრაცია - "დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები საერთაშორისო ველზეც ახდენს გავლენას".
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები იცით, რომ დაინტერესებულები არიან ვიზიტით აშშ-ში, თუ სხვა დასავლური სამყაროს ქვეყნებში და რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩვენ იმიტომ გვინდა სწორედ ევროინტეგრაცია და საქართველო გახდეს ევროპული კავშირის წევრი, რომ მათ შორის ასეთი ტიპის ქვეყნებში, აშშ-ში თუ სხვაგან, სადაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს, უფრო გამარტივებულად მოახერხონ საქართველოს მოქალაქეებმა [წასვლა] იმიტომ, რომ თუ ვიქნებით ჩვენ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფო უკვე ეცოდინებათ ავტომატურად, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული დემოკრატია არის წინ წასული და ა.შ..
ამიტომ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან გადაჯაჭვულია და დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემები, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ველზეც ახდენს გავლენას," - თქვა ნინო დოლიძემ.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











