„ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან“ - შალვა პაპუაშვილი ევროტურით კმაყოფილია

პოლიტიკა 1670229810    75

პაპუაშვილი

„ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება  შეხვედრები ნიდერლანდებში და  ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია  პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე  საუბარი, ახსნა,  თუ რას ვაკეთებთ იმისთვის,  რომ  12 რეკომენდაცია  დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის  იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა.  აქ უკვე არის თანხმობა, რომ ეს არ იყო მართებული გადაწყვეტილება.  ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან“,-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტს ჰოლანდიასა და ლუქსემბურგში  აგრძელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი  შეხვედრაა  დაგეგმილი.  მისივე თქმით,  არსებობს საერთო პოზიცია,  რომ ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიღებული და მასპინძელი ქვეყნები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერას გამოხატავენ.

"ნიდერლანდებში  გვექნება შეხვედრები პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე ევროჯასტის პრეზიდენტთან.  გვექნება საჯარო  დისკუსია, დისკუსიები პოლიტოლოგებთან ერთად.

ჩვენ,  საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. რამდენიმე კანონი უკვე  მიღებულია. წლის ბოლომდე  კიდევ გვექნება შესაძლებლობა რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ.  შემდეგ უკვე ჯერი ევროკავშირზე იქნება,  რომ მოახდინოს სამართლიანი შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კადიროვი
„ფაშისტები არიან“ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1675005551

ვოლსკი
„არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს.   „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...

პოლიტიკა 1675005476

არჩილ ხოფერია
„ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება“ - არჩილ ხოფერიას ლექსი უკრაინაში დაღუპულ შვილს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...

საზოგადოება 1675005098

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
„ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ...“ - „ვივა მედის“ დირექტორის პასუხი ნიკოლოზ სააკაშვილს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...

პოლიტიკა 1675004888

სანთლები
„აღარ გვყავს“ - გარდაიცვალა სასულიერო პირი

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...

საზოგადოება 1675001557

ნანუკა ჟორჟოლიანი.png
„სიცოცხლე საფრთხეშია“ - ვის დახმარებას სთხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...

სოცმედია 1675001164