„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

პოლიტიკა 1765810555

აქტივისტი ქალი

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.

 

ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გატაცების" შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, გზად კი მისი მდგომარეობა დამძიმდა, ითხოვდა წყალს, თუმცა არავინ აწვდიდა.

 

ამასთან, გაბლაიას მონათხროვით, პოლიციელებს ინსულინის პრობლემაზე უთხრა, აუხსნა, რომ სტრესის გამოშესაძლებელი იყო მომკვდარიყო.

 

მისივე მტკიცებით, ამ ყველაფრის ერთ ერთი შემოქმედი ლევან გუგუშვილია.

აქტივისტი ქალის მიერ დასახელებული კაცი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. ფოტოს, სადაც ეს უკანასკნელი ქართულ ნაციონალურ სამოსშია გამოწყობილი, უამრავი მოწონება აქვს: "ნეტა სულიც ისეთი ვაჟკაცური აქვს, როგორც იერი? ნეტავ ასე იყოს, მეამაყება" - წერენ მომხმარებლები.

 

მათ საპასუხდ ნენე გაბლაიამ დაწერა: "არა, არც სული, არც იერი და არც ქცევა არ აქვს ვაჟკაცური".

 

რამდენიმე დღის წინ, ქუჩიდან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამიტაცეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა ვინერვიულე.

ერთია,როცა აქციაზე გაკავებენ და ზუსტად იცი რომ უსამართლოდ წაყენებული ორი მუხლით იზოლატორში მოგიწევს დღეების გადათვლა და მეორეა, როცა გზაზე მშვიდად მიმავალს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები გაიძულებენ მანქანაში ჩაჯდომას, რომელიც არ იცი, რა მიმართულებით მიდის.

მაშინ პირველი, ვინც გამახსენდა გელა ხასაია იყო, და მერე არაფერი მახსოვს. მახსოვს როგორ ვითხოვდი წყალს და მაიმედებდნენ, რომ გააჩერებდნენ მანქანას და მომცემდნენ საშუალებას წყალი დამელია, მერე ცივი ჰაერი მახსოვს, რომელიც სახეზე მომხვდა და მოვედი გონს, ერთერთმა გვერდით მჯდომმა ჩამოწია ფანჯარა და მთელი გზა ვეხვეწებოდი არ აეწია. მანქანაში პრეტენზიები ისმოდა სიცივეზე და ჩამოწეულ ფანჯარაზე. წყალზე, როგორც სხვა ყველაფერზე უშედეგოდ დამაიმედეს.

განყოფილებაში, რომ მიმიყვანეს წყალს ხელის კანკალით ვსვამდი, არა იმიტომ რომ მეშინოდა, უბრალოდ პანიკური შეტევა მქონდა, რომლისაც რათქმაუნდა არ სჯეროდათ და "აფერისტობაში" ჩამითვალეს.

მერე ჩემს ინსულინის პრობლემაზე მოვუყევი და ვუთხარი რომ ამ სტრესის გამო რაც გამომატარეს, შესაძლებელი იყო ხელში ჩავკვდომოდი, შეეშინდათ... ჯერ ისევ მთელი სხეული მიკანკალებდა.

ამ ყველაფრის ერთ ერთი შემოქმედი ლევან გუგუშვილია.

"ნეტა სულიც ისეთი ვაჟკაცური აქვს, როგორც იერი? ნეტავ ასე იყოს, მეამაყება" - არა, არც სული, არც იერი და არც ქცევა არ აქვს ვაჟკაცური.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827