„ვითხოვთ მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას“ - არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკა 1733471628

ოპოზიციაააა

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნები:

სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ იქნენ მიცემულნი პასუხისგებაში ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე. ყველამ ვნახეთ ფიზიკური ძალადობის კადრები, ყველამ ვნახეთ ის შემზარავი კადრები, რომლებიც ვრცელდება მთელ საქართველოში და უკვე მთელ მსოფლიოში. ადამიანები, რომლებიც ამას ჩადიოდნენ სასწრაფოდ უნდა იქნენ მიცემულნი პასუხისმგებლობაში. ვერ გაექცევა ის ხალხი პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ამაზე აკისრიათ.

 

"ქართულმა ოცნებამ" მთელი სახელმწიფო ჩააყენა საკუთარი დეზინფორმაციის სამსახურში - სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში შევარდნა, ჩხრეკა, ადამიანების დაკავება, ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოება დააჯერონ იმაში, რომ თითქოს არსებობს რაღაც კონსპირაცია, რაღაც შეთქმულება, საიდანღაც ოფისებიდან იმართება პროტესტები, რომელთა მიზანი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ძალადობის პროვოცირება, ეს ასე არ არის. ვინც ძალადობს ყველამ კარგად ვნახეთ, იმ ვიდეოებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება...

მინდა მივმართო ქართული ბიზნესის წარმომადგენლებსაც, ქვეყანა უახლოვდება იმ მიჯნას საიდანაც უკან მობრუნება იქნება შეუძლებელი. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა, კაპიტალის გაქცევა ქვეყნიდან, ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას შეიძლება მოჰყვეს, მათაც დააზარალებს, ისინი ამას კარგად ხვდებიან და ამიტომ ახლა აღარ არის მათი დუმილის და მათი გაჩერების დრო. ისინიც უნდა შეუერთდნენ იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში". განაცხადა ბრიფინგზე "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ. 
პარტია გახარიასთვის წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ისინი იწყებენ მუშაობას იმ ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად რომელსაც ივანიშვილის "ოცნება" და მისი ტელევიზიები ეწევიან:

 

"ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმ ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის "ოცნება" და მათ შორის, სახელისუფლებო არხები. იმ ტყუილების გამოაშკარავებას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ყოველდღიური საპასუხო რეჟიმი," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე
„გამშველებლის დედაც“ - მეგი გოცირიძე ხარებას და შინჯიჯაშვილის სისხლიან „რაზბორკებზე“

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ  ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც

სოცმედია 1737309135

უდიპლომო ყაველაშვილი
ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.  „საქართველოს პრეზიდენტის მ...

პოლიტიკა 1737307698

 ჯო უილსონი
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი" - უილსონი

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...

პოლიტიკა 1737306367

ხარება
დაპირისპირება "ხარებასა" და შინჯიკაშვილს შორის გრძელდება - 17 იანვარს "ასპრიასთან" სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...

პოლიტიკა 1737306226

ირმა გიგანი
ახალგაზრდა პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა

ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...

კულტურა 1737300315

თემქის პოლიცია
"არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან" - გუშინ, თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 მოქალაქიდან 4 გაათავისუფლეს

გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...

პოლიტიკა 1737297580