ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, გვინდა 5000 IT სპეციალისტი გადავამზადოთ - ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1637836174

ღარიბაშვილი

ღარიბაშილის ახალი ინიციატივა - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ   ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება.

როგორც  მან მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ქვეყანას შეუძლია.

„ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება.

ჩემი დავალებაა და მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავისახოთ, რომ საქართველო გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ჩვენ შეგვიძლია.

ახალი გეგმების მიხედვით, მათ შორის ათ წლიანი ხედვის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლოეს სამ წელიწადში ათასი საწარმოს თანადაფინანსება გავაკეთოთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

360 გამოკვეთილი მიმართულება გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. სწორედ ამიტომ, პირველად ჩემი პრემიერობის დროს, სწორედ ჩემი შექმნილი იყო ტექნოლოგიური სააგენტო. ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, გვინდა, რომ 5000 IT სპეციალისტი გადავამზადოთ. ეს პროგრამა უნდა გავშალოთ რეგიონების მასშტაბით.

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ აქ, ადგილზე დაკავდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები. ბევრი ადამიანი შეიძლება წავიდეს და შემდეგ დაბრუნდეს, თუ უკეთესი პერსპექტივა აქვს სხვაგან, სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ აქ, ადგილზე შევუქმნათ პირობები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სტარტაპების განვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გოგინაშვილი
დავით გოგინაშვილი: „მჯერა, რომ ვაქცინა გვიცავს და აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ პანდემია"

„ისტორიულად ასეა, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა კაცობრიობა მრავალი საშიში ინფექციისგან“,- „თეგეტა ჯგუფის“ მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგინაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ე...

Covid 19 1638959163

ნანუკა ჟორჟოლიანი
დიდი ეროვნული შერიგება უნდა დადგეს დღის წესრიგში ყოველთვის, როცა ეს ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას - ნანუკა ჟორჟოლიანი

შერიგების ინიციატივას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეროვნული შერიგება გასაკვირი არ არის იმ ქვეყანაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილმა შევარდნაძის პოლიციაში იმუ...

პოლიტიკა 1638958706

საძაგლიშვილი
რუსთავი 2-ის საქმე: არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს დარბაზში, რაც დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას - საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. როგორც გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო...

სამართალი 1638957868

აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349