"ვიწყებთ სრულ მობილიზაციას! დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას" - სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" |

პოლიტიკა 1712157780

სტუდენტური მოძრაობა


 "ვიწყებთ სრულ მობილიზაციას! დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას", - ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" განცხადებაშია საუბარი. მარტის აქციების მონაწილე სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან.

დილა ისევ ღალატით დაიწყო!
დილა დაიწყო ისევ გადაგდებით!

“რუსულმა ოცნებამ” დღეს საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უთხრა: გადაგაგდებთ რამდენჯერაც მოგვინდება! მოგატყუებთ რამდენჯერაც საჭირო იქნება! საქართველოს რუსეთიზაციის პოლიტიკაზე ხელს არ ავიღებთ!

დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა საქართველოს პუტინისტური ხელისუფლების რეალურ სახეში, რომლებიც აპირებენ გენერალური შტურმი მიიტანონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და არჩევნებამდე კიდევ ერთხელ სცადონ მისი სრული საბოტაჟირება.

კანონის ხელახლა დაინიცირება აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიიღება კრემლში და არა თბილისის რომელიმე კაბინეტში.

დირექტივა მოდის იქიდან, საიდან მართვაზეც ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად 33 წლის წინ, რეფერენდუმით თქვა უარი!

რუსეთი ისევ, ამჯერად საქართველოში არსებული ხელისუფლების ხელით ცდილობს ქვეყნისთვის პერსპექტივისა და მომავლის წართმევას.

ჩვენ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წელს არ მივეცით ამის საშუალება ხელისუფლებაში მყოფ კოლაბორაციონისტებს, არც ამჯერად ვაპირებთ უკან დახევას, პირში წყლის დაგუბებას და რუსული დაკვეთის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობის მიცემას.

ქართული ახალგაზრდობა, სტუდენტობა, საკუთარი დუმილით ვერ გახდება ქვეყნის რუსეთიზაციის თანამონაწილე!

სწორედ ამიტომ, განცხადებაზე ხელმომწერი ახალგაზრდული ორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ ყველა ხელთ არსებული საშუალებით დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას.

არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანა განვითარების დასავლური რელსებიდან გადაიყვანოს და კვლავ რუსულ მარწუხებში დააბრუნოს, საკუთარი ავტოკრატიული ვნებებით.

დღეიდან ვიწყებთ სრულ მობილიზაციას, საზოგადოებისა და ჩვენი თაობის წარმომადგენლების ინფორმირებას, რათა რეჟიმმა ვერ შეძლოს ზემოთ აღნიშნული მიზნების სისრულეში მოყვანა!

ერთად დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს და კვლავაც ვიტყვით: ზღაპრის ბოლო კეთილია! გამოწვევა მიღებულია!, - წერენ სტუდენტები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ცესკო
ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევ...

საზოგადოება 1725894768

პოლიტიკოსები
„საქართველოსთვის გადამწყვეტია, დაადასტუროს EU-ში გაწევრიანებისადმი ერთგულება“ - ოლივერ ვარჰეი

საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს -  ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უნგრელმა ევროკო...

პოლიტიკა 1725893431

ელისაშვილი
„ქართული ოცნება“ არის მოყანყალებული ქოსა-ტყუილების პარტია, გრძნობს, რომ მათი დრო წავიდა“ - ალეკო ელისაშვილი

„ქართული ოცნება” ცდილობს, შეაფერხოს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კოალიციის, „ძლიერი საქართველოს“ კამპანია -  ასე ეხმაურება ქარელში მომხდარ ინციდენტს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელ...

პოლიტიკა 1725893127

ლაშა ბაქრაძე~
"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა" - ლაშა ბაქრაძე

"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა", - ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის უკვე...

პოლიტიკა 1725892334

ზურაბიშვილი
"13 სექტემბერი, 19:00 საათი - სახალხო ზეიმი ორბელიანების სასახლეში" - პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მისმა წარმომადგენელმა მედიასთან ისაუბრა, ღონისძიება 13 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, გა...

საზოგადოება 1725892228

ხალხის ძალა
„ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან“ - ხალხის ძალა

ხალხის ძალა მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მტკიცებით, "თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ე...

პოლიტიკა 1725891255