„ვივამედი” ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ... ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო.... ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი“ - ალეკო ელისაშვილი
პოლიტიკა • 1736534342

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს და წერს, რომ მისი დაკავების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კლინიკა „ვივამედში” უთხრეს, რომ სხეულზე მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა, თუმცა დღეს, 10 იანვარს გადაღებული ტომოგრაფიით დაადგინა, რომ ნეკნი ჰქონია მოტეხილი. „როგორც ჩანს, „ვივამედი” ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს.12 წლის შემდეგ „ქართული ოცნების” ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს სადიზმში, ფეხებზე კიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.მაგრამ რაც არ უნდა აცხოთ და აფორმოთ ვივამედში დიაგნოზები, ვერც მძარცველ პოლიციას ვეღარ აღუდგენთ რეპუტაციას და აღარც ისტერიულ ბოდვებში მყოფ ქართულ ოცნებას ეშველება მაგით რამე. სადაც უკვე აქამდე დავიდნენ, მართლა წასულია ამათი საქმე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – წერს ელისაშვილი.

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...
პოლიტიკა • 1751970049

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...
პოლიტიკა • 1751968932

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968732

თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გეგმავ და საკმარისი თანხა არ გაქვს ავტო სესხი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. საქართველოში ბევრ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მოქნილი და მორგებული პირობები ავტო სესხებზე, მ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968641