„ვივამედის“ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს“ – იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1722851741

ხვიჩია

„ვივამედის“ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს, თუ არ ვცდები, ტელევიზორიც დღეიდან ექნება, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, სადაც ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.

„თავიდან მეც ის ვიფიქრე, რომ ციხეს აჩვევენ, მაგრამ მერე დავუკავშირდი ქალბატონ ნინოს, „ვივამედის“ ხელმძღვანელს და მან დამამშვიდა ამ თვალსაზრისით, მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად უკვე სამი ოთახი აქვს და ტელევიზორიც მგონი, თუ არ ვცდები, დღეიდან ექნება. ვერ მივხვდი, რაზე იყო ატეხილი ეს ქარიშხალი ჭიქაში. ალბათ უახლოეს საათებში ნათელი მოეფინება, ბატონ სააკაშვილს აქვს თუ არა ტელევიზორი. ვფიქრობ, ეს იყო დისკუსიის მთავარი საგანი. რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ითხოვდეს ამას. მისი გუნდი კი უნდა ითხოვდეს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მასთან შეხვედრისა და პოლიტიკური კონსულტაციების საშუალება წინასაარჩევნოდ მიეცეს. სააკაშვილი მაინც ციხეში ზის და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს სალაპარაკო, რომ სანატორიუმშია, ისვენებს. ასევე იმის გამო, რომ საავადმყოფოში არ ეძლევა საშუალება, პარლამენტის წევრებს და მის თანაგუნდელებს შეხვდეს. შეიძლება, დიდად არ ღელავენ „ნაცები“, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მაინცაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ჯობს, წესიერად იყოს ჩართული.

ახლაც ციხეში მგონია სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იძახის, რომ სასტუმროშია. მე მისი დაკავების დღიდან ეჭვი არ შემპარვია, რომ დღესაც ციხეშია. საუბარი არის სხვანაირ საკანში ჯდომაზე და ვინაიდან საკნებს შორის განსხვავება მაინცდამაინც არსებითად თავისუფლების ხარისხს არ აუმჯობესებს, მე სალაპარაკოს არ მივცემდი „ქართულ ოცნებას“. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ადგილმდებარეობა არც ისე და არც ასე არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მოახდენს ის, მას ექნება თუ არა კავშირი მის თანაგუნდელებთან და იქნება თუ არა ჩართული საარჩევნო პროცესში. ეს უნდა იყოს ძირითადი მიმართულება „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ ერდოღანი
„გენოციდის დანაშაულის ჩადენით უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს“ - ერდოანი ნეთანიაჰუზე

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...

მსოფლიო 1750270872

რასა იუკნევიჩიენე
„საჭიროა სანქციები რეჟიმზე, მხოლოდ არჩევნები დაუბრუნებს ხალხს ქვეყანას“ - იუკნევიჩიენე

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...

პოლიტიკა 1750268436

ირანი სატელეფონო
ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია

 ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა.   "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...

მსოფლიო 1750268339

 ისრაელ კაცი
"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...

მსოფლიო 1750265758

სააკაშვილი
,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო… სან­დრას მა­მამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი და რა­დიო იყი­და“ – მიხელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო. მისი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ს...

პოლიტიკა 1750265543

ირანის სამთავრობო თვითმფრინავ
ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...

მსოფლიო 1750264084