პოლიტიკა • 1700548711 58
„ვხედავ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან – კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ ევროპულ გზაზე სვლა გააგრძელონ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა – თავისუფლებით თუ ავტოკრატიით.
„ევროკომისია გამოვიდა ამ წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაშინ შეგვიძლია შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ.
რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა.
როცა ახალ ამბებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა – რუსეთთან.
ყველა ეს „რუხი ზონა“ კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს,“ – აცხადებს კალასი.
მან ასევე უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „უკრაინისგან ყურადღების გადატანა არ უნდა დავუშვათ“.
„ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, ეს ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დემოკრატიული ქვეყნები ვართ და საკუთარი გამოწვევებიც გვაქვს.
ახლა კი ახლო აღმოსავლეთის კრიზისი მიმდინარეობს, რომელმაც ყურადღების დიდი ნაწილი მიიპყრო და გადაიტანა იმისგან, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ ნამდვილად არ უნდა დავუშვათ უკრაინისგან ყურადღების გადატანა.
ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. მე წავიკითხე პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვაც, რომელიც ხაზს უსვამს იმავეს და ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად დავუჭიროთ მხარი ისრაელსა და უკრაინას,“ – აღნიშნა პრემიერმა.
კალასმა ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ პუტინი ჰააგაში ბრალდებულის სკამზე ვნახოთ, რაზეც უპასუხა, რომ მისი გასამართლება დაუსწრებლადაც შეიძლება.
„ჩვენ დიდი ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ იმაზე, პუტინს სასამართლოში მიიყვანენ, თუ – არა. მისი გასამართლება დაუსწრებლადაც შეიძლება.
გზავნილი, რომელიც ამ პროცესს უნდა ჰქონდეს, ისაა, რომ ის პასუხისგებაში მიეცა და მათ შორის აგრესიის დანაშაულისთვისაც; რომ ის პასუხს აგებს სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმის გადაწყვეტილების მიღებისთვის.
აგრესიის დანაშაულის გარეშე, არც ის ომის დანაშაულები მოხდებოდა, რომელთა გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება. იცით, მსოფლიოში ყოველი ასეთი დიდი კრიზისი ასევე არის საერთაშორისო სამართლის შემდგომი განვითარების შესაძლებლობაც,“ – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმ...
პოლიტიკა • 1701857795
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N30, N32–სა და N34-ში მდებარე ავარიული შენობები თბილისის განვითარების ფონდმა ახლით ჩაანაცვლა და შიდასარემონტო სამუშაოებიც დაასრულა, - ამის შესახებ თბილისი...
საზოგადოება • 1701857662
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისმერიასა დაშპს „ბიზნესცენტრმოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყ...
საზოგადოება • 1701856018
გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრ...
საზოგადოება • 1701855892
„პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს“, - თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუ...
პოლიტიკა • 1701855755
,,თეგეტამ” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭრით, 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტიმულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის განთავსებასრულად და წარმატებით დაასრულა. გალტ & თაგარტი არის ამ გარიგების ექსკლუზიური ო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701855608
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი