„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია
პოლიტიკა • 1771314236
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს და დასძინა რომ ხედავენ "რა დღეში არიან" ევროკავშირის ის წევრი ქვეყნები, რომლებიც "ერთ დროს დემოკრატიის აკვნად" იწოდებოდა.
"ალბათ, ჩემი პოლიტიკური განცხადება გაქვთ მხედველობაში, რომელიც მე ერთ-ერთი პლენარული სხდომის დროს გავაკეთე და ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რას გამოვეხმაურეთ შვედეთთან მიმართებით და რას ემსახურებოდა ეს განცხადება.ემსახურებოდა იმ უტიფარ განცხადებას და იმ უტიფარ შეშფოთებებს… დავაანონსეთ, რომ არა მხოლოდ შვედეთი იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი მათ რეალურ რეგრესზე, მათ დემოკრატიულ და ეკონომიკურ უკუსვლაზე და ამას ჩვენ გავაგრძელებთ. თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, რომლებიც იწოდებოდა ერთ დროს დემოკრატიის აკვნად, ვხედავთ რა დღეში არიან და როგორ იღვიძებს ნელ-ნელა საზოგადოება და საზოგადოების ხმა.ასერომ, თითოეულ იმ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს." - თქვა კირცხალიამ.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












