„ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს და არ გააუქმებენ ე.წ დისციპლინარულ ზომებს. ასევე, არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას,“ - სააკაშვილი

პოლიტიკა 1638904658

26 მაისი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურ დაშვებას.

"დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო.

ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია.

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ.

ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!"

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქავ
თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება. ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711616805

თბს
თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711616417

ვილი სანიოლი
ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა, პენალტის დარტყმას დიდი "კვერცხები" სჭირდება" - სანიოლი

ვილი სანიოლმა ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა! ფრანგმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ერთი ფეხბურთელი გამოყო. "ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და...

სპორტი 1711613639

ანდრონოვი
"ღმერთო, ამას 1979 წლიდან ველი“ - ანდრონოვი საქართველოს ნაკრებზე

ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი ქომაგია და ქართველი ხალხის მეგობარიც გახლავთ, საქართველოს ნაკრების წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „საქართველოს გაუმარჯ...

სპორტი 1711613413

კაპელო
„ვულოცავ საქართველოს, კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია“ - ფაბიო კაპელო

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო ეხმაურება. „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა რუსულ Sport Express-თან მცირე კომენტა...

სპორტი 1711613154

რუსული ციხე
„უმძიმეს მდგომარეობაშია, ორი კვირაა არ მიუციათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი“ - ადვოკატი პატიმარზე

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ზაზა ჩაფიძის მეუღლე, ნინო მეფარიშვილი, რომელიც ამავდროულად მისი ადვოკატია ამბობს, რომ პატიმარს ორი კვირაა, საჭირო მედიკამენტებს არ აწვდიან. კაცი  ქუთაისის №2 პენი...

საზოგადოება 1711608780