„ვუერთდები მეუფე იობის ნათქვამს, სახელმწიფო სამართალს არ ემსახურება“ - მეუფე დოროთე

პოლიტიკა 1762675674

დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტმა დოროთემ მხარი დაუჭირა მეუფე იობის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი შეფასება ხელისუფლების შესახებ იყო ზუსტი და სამართლიანი. დოროთეს თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება საჭიროებს ეკლესიის წარმომადგენელთა ერთიან პოზიციას სიმართლის დასაცავად. მან ასევე უარყო ანდრია ჯაღმაიძის ბრალდება, თითქოს პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა, და აღნიშნა, რომ პირიქით – თავად იცავს როგორც პატრიარქის, ისე ეკლესიის ღირსებას.

მეუფე დოროთეს განცხადებით, ახლა ყველას ვალდებულებაა ხმა ამოიღოს და ხალხის მხარეს დადგეს.

 

მე ვუერთდები მეუფე იობის ნათქვამს და სწორი თქვა. მან თქვა, რომ როდესაც მთავრობა სახელმწიფო სამართალს არ ემსახურება, ის ავაზაკების კრებული არისო და სწორი შეფასებაა, ზუსტი შეფასებაა. სხვა დანარჩენი, ან შეშინდნენ, ან ისე ხედავენ, როგორც ეს მთავრობა ხედავს.

რაც შეეხება ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, ჩემზე რომ განაცხადა, თითქოს მე პატრიარქს ვაყენებდი შეურაცხყოფას, ეს არასდროს მომხდარა. პირიქით, მე ვარ ის, ვინც იცავს პატრიარქის ღირსებას და ეკლესიის ღირსებას, რომლის გამოც მე ანდრია ჯაღმაიძემ რაც უქნა მამა იალიას, რომ ხელით შეეხო, ის გაღიზიანებულია, იმიტომ, რომ მე პატრიარქს ვიცავ და თვითონ ხმას ვერ იღებენ და ვამბობ, რომ დაიცავით პატრიარქი, დაიცავით ეკლესია.

რაც შეეხება მღვდელმთავარი იქნება თუ მღვდელი, მე არავინ მჭირდება, რომ მე დამიდგეს - არა, სიმართლის მხარეს უნდა იდგეს ყველა, რადგან ქრისტე იგმობა ერთი ჯგუფის მიერ ეკლესიაში და სამართალი იგმობა და ნადგურდება სახელმწიფოს მიერ. აქ ყველა ვალდებულია, რომ ხმა ამოიღოს და ერის და ხალხის მხარეს დადგეს, - ამბობს მეუფე დოროთე. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი მეუფე იობი წმინდა სინოდის ერთადერთი წევრი აღმოჩნდა, რომელმაც კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების შესახებ გააკეთა. მან „შაბათის ეთერთან“ საუბარში განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სამართალსა და სიმართლეს არ ემსახურება, ის ავაზაკთა ჯგუფად იქცევა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172