"ყაველაშვილი არის დე ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, საქართველოს წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები" - კახა ოქრიაშვილი

პოლიტიკა 1733996477

ოქრიაშვილი

ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული ხალხის მიერ. ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.

არ მსურს, ყაველაშვილს პიროვნულად შევეხო. შესაძლოა, ბევრ ადამიანს უყვარს და პატივს სცემს მას, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, მაგრამ შე კაი ადამიანო, როცა ფეხბურთს თამაშობდი, შტანგისტი რომ შემოეყვანათ გუნდში, საქმეს წაადგებოდა? მოიგებდი იმ მატჩს, შემატებდა ის შტანგისტი რამეს გუნდს? ჰოდა, რომ შემოგთავაზეს პრეზიდენტობა, რატომ დათანხმდი? არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ბატონ ივანიშვილს უარი რატომ არ უთხარი?! მე რომ შემომთავაზონ ფეხბურთელი ან კალათბურთელი იყავიო, უარს ვეტყვი და შენ იგივე რატომ არ გაკეთე?! მეშინია, 14 დეკემბრის და ამ დღეს მოსალოდნელი ესკალაციის. 14 რიცხვში მეც ვიქნები საპროტესტო აქციაზე, სადაც ვითარება რომ დაიძაბოს, პასუხისმგებელი შენც იქნები!წერს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კახა ოქრიაშვილი Facebook-ზე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ომაძე ჟვანია
„მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - იზა ომაძე ნინო ჟვანიას 

თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...

საზოგადოება 1771315236

ხატია დეკანოიძე
პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ნიშნავს, რომ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...

სოცმედია 1771314890

ირაკლი კირცხალია
„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...

პოლიტიკა 1771314236

ნიკო კვარაცხელია
„არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ - ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

სოცმედია 1771312977

ბუსა ჟვანია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ შეუკვეთა - პროკურატურამ ძებნა გამოცხადა

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...

კრიმინალი 1771312899

ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება - საქმე გახსნილია

ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე გახსნილია: "ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობი...

კრიმინალი 1771312340