„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

პოლიტიკა 1739214828

დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ.

რეჟისორის თქმით, მიუხედავად საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებისა, ევროპული მომავლის მცველების ერთიანობა არ დაირღვევა და პროტესტის მუხლი არ ჩაკვდება.

დათა თავაძე "პირველებთან" საუბრის დროს რეჟიმის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებსაც ეხმაურება და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს მოქალაქეთა დაშინების მცდელობად აფასებს.

 

უფრო და უფრო ცდილობენ, რომ რუსთველი აღარ გადაიკეტოს. პროტესტს რომ მუხტი მოაკლდეს. უნდათ, აჩვენონ, რომ თითქოს არ იკეტება რუსთაველი. არადა რუსთველი იკეტება ყოველდღე, ერთი დღეც არ ყოფილა, რომ არ გადაკეტილიყო რუსთაველი.

გამარჯვება არის ჩვენს ერთობაში, ჩვენს ერთიანობაში. ყველა დაგვიდასტურებს იმას, ვინც ჩემზე უკეთ იცის კანონი, რომ ერთადერთი დაცვა არის ჩვენი ერთად ყოფნა. ყველა ამ დრაკონული კანონის წინაშე, რომელიც მიიღეს, რომელიც სინამდვილეში არის უმძიმესი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ჩვენს წინ ხორციელდება განუკითხაობა კონსტიტუციასთან მიმართულებით. ეს ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის ხდება და გატეხვისთვის", - დათა თავაძე.
რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

 

პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს.

 

დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 1742233840

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 1742232823

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 1742225499

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 1742222717

ქილერი
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მედია

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას tvpirvel.ge-ს ინფორმირებული წყარო უდასტურებს.   წყარო ძალოვანებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმ...

კრიმინალი 1742222482

ტრამპი ბაიდენი
ტრამპი ბაიდენის მიერ პირების წინასწარ შეწყალებებს ბათილად აცხადებს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არ...

მსოფლიო 1742222234