„ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, სად იქნებოდა დღეს საქართველო? იქნებოდა თუ არა უკრაინის მსგავსად, რომელმაც ასევე ყველაფერი გააკეთა?! ეს არის თქვენი რეალური მიზანი“ - მახაშვილი
პოლიტიკა • 1776250462
"კეთილდღეობის შექმნა. ერთი განსაზღვრავს მეორეს და არა პირიქით, რომ საგარეო პოლიტიკა გადავაყოლოთ იმ ხედვას რომელიც, ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს აქვს, რომ თურმე ბრიუსელში წითელ ხალიჩაზე ხშირად გავიაროთ და ხელი ჩამოვართვათ კაია კალასებსა და კუბილიუსებს. ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენს შორის. ევროინტეგრაცია ზოგიერთს წარმოუდგენია დროშის ქნევა უბრალოდ ან ქუჩაში სირბილი. ევროინტეგრაციას თავისი შინაარსი აქვს. ევროინტეგრაცია ეს არის პირველ რიგში ეკონომიკა. ევროკავშირში არავინ მიგიღებთ თუ თქვენ ხართ დანგრეული და ჩამოშლილი ეკონომიკა, არავინ! ოცნებაშიც კი არავინ მიგიღებთ! არც არასდროს მიუღიათ და არც არასდროს მიიღებენ. საქართველო რეალურად რასაც აკეთებს, ასევე ეკონომიკის განვითარებით, ეს არის ევროპული ინტეგრაციის გზის გაკაფვაც. ვხედავთ, რომ ევროინტეგრაცია გამოიყენება შიდა დაპირისპირებისთვის, პოლიტიკურ ნარატივში შემოგაქვთ როგორც პოლიტიკური იარაღი, რათა დასაჯონ ქვეყანა და ა.შ. სწორედ ამას ემსახურებოდა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება, რომ პოლიტიკურ იარაღად არ ყოფილიყო ეს საკითხი გამოყენებული, თორემ საქმე გრძელდება.ხომ ამბობთ, რომ თურმე გავაჩერეთ და არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, სად იქნებოდა დღეს საქართველო? იქნებოდა თუ არა უკრაინის მსგავსად, რომელმაც ასევე ყველაფერი გააკეთა?! ეს არის თქვენი რეალური მიზანი. დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინის მდგომარეობაში და უფრო მეტიც, იგივე სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჩვენ უარესი დაგვემართებოდა. სინამდვილეში, ესაა რასაც ითხოვთ საქართველოსგან. გინდათ, რომ დაინგრეს ეს ქვეყანა, კიდევ ერთი ომი იყოს. რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი, აქ მივიდოდა ჩვენი მდგომარეობა“ [IPN] | თქვა ლევან მახაშვილმა პარლამენტში გახარიას პარტიის წევრების განცხადებების საპასუხოდ.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








